21 დეკემბერი, 2016
შორენა ბეგაშვილი საყვარელ მანქანას დაემშვიდობა - ''მთავარია ევას ჯანმრთელობა''
მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მანქანას "რენჯ როვერ სპორტს" ყიდდა. მანქანა 60 000 დოლარად იყო შეფასებული.

შეგახსენებთ, აპრილში შორენას შვილის ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჯერ საქართველში შემდეგ კი თურქეთში ჩაუტარდა.

ევა რეაბილიტაციის კურსს დღემ გადის.

შორენამ სოციალურ ქსელში მანქანასთან ერთად გადაღებული ბოლო ფოტო გამოაქვეყნა

წარწერით ''Bye''.

მეგობრები შორენას მანქანის გაყიდვის გამო ანუგეშებენ. წერენ, რომ მთავარია ევას ჯანმრთელობა და მანქანას კი მალე უკეთესს იყიდის.

Rating
ბეჭდვა