ის აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსენით ერთ ჭიქა ონკანის წყალში. მიიღებთ 30%-იან თაფლის ხსნარს, რომელიც შემადგენლობით სისხლის პლაზმის იდენტურია. თაფლიან წყალს ორგანიზმი სწრაფად და მთლიანად ითვისებს.
თაფლიანი წყალი ამაღლებს იმუნიტეტს. შველის ქრონიკულ სურდოს, ბრონხიტს, ფილტვებიდან გამოდევნის გათხიერებულ ლორწოს.
ასუფთავებს ნაწლავებს, ახდენს მათ სანაციას. გაქვავებული ფეკალიები წელის არეში იყრის თავს, ამიტომ თაფლიანი წყლის სმის
სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ დილით უზმოზე, ერთბაშად, ერთი მოსმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კუჭის სფინქტერი მაშინვე იხსნება და სითხე ნაწლავებში გადადის, საიდანაც სისხლში შეიწოვება.
თაფლიანი წყლით შეგიძლიათ სახეც გაიწმინდოთ. ის კვებავს კანს და უფრო ნაზსა და ხავერდოვანს ხდის. ეს ნატურალური კოსმეტიკაა: ერთდროულად ყველაზე ძველი და ყველაზე თანამედროვე.
შეგახსენებთ მარტივ მეთოდს, როგორ ამოიცნოთ ნატურალური თაფლი:
თაფლი წყალში გახსენით: ნატურალური პროდუქტი არ წარმოქმნის ნალექს და თუ 2-3 წვეთ იოდსაც დაამატებთ, თაფლიანი წყალი არ გალურჯდება.
მიიტანეთ თაფლთან ანთებული ასანთი. თუ თაფლი ნატურალური და ხარისხიანია, გადნება და მაშინვე არ აშიშინდება.
სოფიო ბულაური