16 იანვარი, 2016
იოდის ბადის სასწაულმოქმედი უნარები
არსებობს 12 დაავადება, რომელსაც იოდის ბადის დახმარებით გავრცელებასა და პროგრესში ხელს ვუშლით.

-
იოდის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ არის თუ არა იოდის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში.

-
ის განგკურნავთ ხველისგან.

-
იოდი დაგეხმარებათ სურდოსა და გაციების დამარცხებაში.

-
ის დააჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

-
იოდი გამოიყენება ორსულობის დროს.

როგორ გავაკეთოთ იოდის ბადე?

ყურის საწმენდი ჩხირი ამოავლეთ 5%-იან იოდის ხსნარში და მტკივან ან შესიებულ ადგილას გადაიტანეთ ხაზები. ბადის დახატვისას გაითვალისწინეთ, რომ იდეალური კუბიკები 1 კვ.სმ-ია. იოდი ორგანიზმში იჭრება და
მავნე მიკროორგანიზმებს ხოცავს.

როგორ მოქმედებს იოდის ბადე?

იოდის კედლები მიკროორგანიზმებს სხეულში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. რომ სხვეულში გავრცელდნენ, ისინი ერთმანეთს აწყდებიან და ვაკუმში იხოცებიან. ამას ემატება იოდის ანტისეპტიკური ძალაც.

როგორ მივხვდეთ იოდის საშუალებით რომ ორგანიზმში იოდი გვაკლია?

თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, დედამიწაზე ყოველი მესამე ადამიანი იოდის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ არ იცის. იოდის ნაკლებობა ფარისებრი ჯირკვლის გადაგვარებას იწვევს. ორსულობის შემთხვევაში - ბავშვი დეფექტით დაიბადება.
ჩვეულებრივ, იმისთვის რომ დაადგინოთ საკმარისი რაოდენობის იოდს იღებთ თუ არა საკვებიდან:

1. თეძოების შიდა მხარეს გაიკეთეთ იოდის ბადე. დაელოდეთ სამი საათი, თუ ამ დროში იოდი გაიწოვება, სასწაროფ მიაკითხეთ ექიმს.

2. თუ იოდი 6-8 საათში გაიწყოვება, მაშინ პრობლემა გაქვთ თუმცა არც თუ ისე საგანგაშოა.
როგორ დაგეხმარებათ იოდი გაციებისას?

ცხვირის წვერზე წაისვით თხელი იოდის ბადე, ბადე გაიკეთეთ ცხვირის ორივე ნესტოზეც. იოდი წყალში გააზავეთ, წინააღდეგ შემთხვევაში შეიძლება სახე დაგეწვათ. იოდის დამწვრობას გაწითლება ახასიათებს.

იოდი ტრამვის დროს


თუ არ იცით, როგორ მოიშოროთ ჩალურჯება, რომელიც უკვე რამდნიმე კვირაა გაწუხებთ, მოაქციეთ იოდის ბადეში. არ იჩქაროთ ნატკენი ადგილის იოდით მოხატვა, რადგან ორგანიზმა ჯერ დახმარების გარეშე უნდა შეძლოს სისხლჩაქცევის გაწოვა.

რადა მახარაძე

ბეჭდვა