18 თებერვალი, 2021
„მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ალუმინის შემცველი დეოდორანტების მოხმარებისას“ - დერმატოლოგი ზაზა თელია

 

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია პერიოდულად სოციალურ ქსელში აქვეყნებს მასალებს, რომელიც სხვადსხვა თემებზე სამედიცინო მითებს ანგრევს. ამჯერად ყველაზე გავრცელებულ მითზე დეზოდონარტის ალუმინის შემცვე,ლობაზე წერს, რომელიც აქამდე ცნობილი იყო რომ კიბოს იწვევდა...

 

„ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ალუმინის შემცველობის გარეშე დეოდორანტების გამოყენება.

მატულობს თუ არა ძუძუს კიბოს განვითარების რისკი ან იწვევს თუ არა ალუმინის შემცველი დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოს?

ამ მითის გავრცელების მიზეზი შემდეგია - გარკვეული წლების წინ პაციენტებს სხივური თერაპიის ჩატარების წინ რეკომენდაციას აძლევდნენ არ გამოეყენებინათ ალუმინის შემცველი

ანტიპერსპირანტები რადიაციის დროს, რადგან პოტენციურად არსებობდა რისკი, რომ ალუმინმა შესაძლოა გააღიზიანოს კანი რომელმაც მიიღო რადიაციის გარკვეული დოზა. შემდეგ რამოდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ალუმინი ამ გაღიზიანებასაც არ იწვევს.

ჩატარებულმა დიდმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 1600 ადამიანი, კიდევ ერთხელ აჩვენა რომ ალუმინის შემცველი პროდუქცია უსაფრთხოა და არ ასოცირდება ძუძუს კიბოს განვითარებასთან.

ასე რომ გამოიყენეთ ალუმინის ქლორიდის შემცველი ანტიპერსპირანტები ოფლიანობის შესამცირებლად, რადგან მხოლოდ ის არის ამ მხრივ ეფექტური და არა სხვა არაფრის მომცემი მცენარეული საშუალებები თუ დეოდორანტები.“ - წერს თელია...

 

ბეჭდვა