06 აგვისტო, 2018
ქართულ შოუ-ბიზნესში თამუნა გომართელის დიეტის ბუმია, რომლითაც ჟურნალისტი ვიქტორია ბექჰემის ტანზე დადგა (დიეტა)
ჟურნალისტი და პიარ-მენეჯერი, თამუნა გომართელი, მსუქანი არასდროს ყოფილა, თუმცა, ბოლო დროს ფაქტობრივად ვიქტორია ბექჰემის ტანზე დგას.

თამუნამ ახალი წლის დღეებში რამდენიმე კილოგრამი მოიმატა და ზედმეტი წონის დაკლება დიეტითა და აკვა-აერობიკით სცადა, რაც გამოუვიდა კიდეც.

Rating
თამუნას სიგამხდრე უკვე მთელ შოუ-ბიზნესს აკვირვებს და "რეიტინგმა" გადაწყვიტა, ეს დიეტა თქვენთვისაც გაეცნო.

ორშაბათი - სამი მოხარშული კარტოფილი და ერთი ქილა მაწონი.

სამშაბათი - სამი მოხარშული კვერცხი და ერთი ქილა მაწონი.

ოთხშაბათი - სამი მოხარშული სოსისი და ერთი ქილა მაწონი.

ხუთშაბათი -
200 გრამი უცხიმო ხაჭო და ერთი ქილა მაწონი.

პარასკევი - ერთი ლიტრი კეფირი და ერთი ქილა მაწონი.

შაბათი - ერთი კიტრი, ერთი პომიდორი და ერთი ქილა მაწონი.

კვირა - ერთი ფილა შავი, მწარე შოკოლადი და ერთი ქილა მაწონი.

ამ 7 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ უშაქრო ჩაი და ყავა.

Rating

თამუნა გომართელის დიეტით კვირაში 6 კილოგრამის დაკლება არის შესაძლებელი. 

თამუნა გომართელის დიეტის ეფექტურობა რამდენიმე სელებრითმა სცადა და შეიძლება ითქვას, ქართულ შოუ-ბიზნესში ახლა სწორედ ამ დიეტის ბუმია.
ბეჭდვა