26 იანვარი, 2018
გაწუხებთ ართრიტი? ეს ხუთი პროდუქტი აუცილებელია თქვენი რაციონისთვის
ართრიტი შეიძლება ქრონიკულად მიმდინარეობდეს და სხვადასხვა დაავადებასთან იყოს დაკავშირებული. ცხადია, ექიმი შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ სპეციალისტების მარტივ რჩევებსაც გაითვალისწინებთ.

აი, ხუთი პროდუქტი, რომლებიც ართრიტთან ბრძოლას გაგიადვილებთ და დაგიცავთ კიდეც დაავადებისგან.

მარცვლეული
იგულისხმება წინასწარ დაუმუშავებელი მარცვლეული. ამ ჯგუფს მიეკუთვნება: ამარანტი (ჯიჯლაყა), თათაბო, ჭვავი, ქერი.

ფსტა (ფისტაშკი)

ართრიტისთვის სასარგებლოა ფსტა. საკუთარი სახსრების დასაცავად შეგიძლიათ დღეში ორი მუჭა ფსტა მიირთვათ. ის სასარგებლოა გულის, კუნთებისა
და მყესებისთვისაც.

ფსტა შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას E ვიტამინს ლინოლენის მჟავას და ბევრ უჯრედისს.

წითელი ხილი

წითელი ხილი ერთ-ერთ საუკეთესო ანტიოქსიდანტს წარმოადგენს. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მარწყვი, ჟოლო, ალუბალი, წითელი მოცვი, მაყვალი და წითელი ყურძენი. ძირითადი ანტიოქსიდანტი გახლავთ C ვიტამინი. ის კარგად ებრძვის ანთებით პროცესებს და ამსუბუქებს სიმპტომებს.

სტაფილოს წვენი

ცხადია, იგულისხმება ნატურალური სტაფილოს წვენი. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით, რომლის წყალობითაც აძლიერებს მთელ ორგანიზმს.

სტაფილოს წვენის მომზადება ძალიან ადვილია: ორი დიდი სტაფილო გათალეთ და ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ. გააჩერეთ ხუთი წუთით და შემდეგ გადაწურეთ ისე, რომ რბილობის ნაწილაკები არ შეყვეს. შეგიძლიათ, სტაფილოს წვენს ფორთოხლის წვენი და ორგანული თაფლი შეურიოთ.

ნატურალური ყავა
ყავას ბევრი დაავადების დროს უკრძალავენ, მაგრამ ართრიტის შემთხვევაში პირიქითაა. ცხადია, იგულისხმება, რომ ნატურალური ყავა ზომიერად მიირთვათ.
ერთი ფინჯანი ყავა დილის საათებში შეგიმსუბუქებთ ართრიტის სიმპტომებს. კარგი იქნება, თუ ყავას შაქრის ნაცვლად თაფლით დაატკბობთ.

ბეჭდვა