06 მარტი, 2017
ალერგია თითქოს არც ყოფილა - ეს მცენარე სასწაულს ახდენს
ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა თანამედროვე სამყაროში. ის შეიძლება ბევრი სერიოზული პრობლემის მიზეზად იქცეს.

ალერგია ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. თუ ეს პრობლემა გაწუხებთ ძალიან დაგეხმარებათ ხალხური რეცეპტი. მის გამოყენებამდე კი კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ინგრედიენტები:
ნახევარი ჭიქა ანწლის ნაყოფი (შეიძლება ხმელი ნაყოფიც).
3 ჭიქა წყალი.
1 ჭიქა ნატურალური თაფლი.
2/3 ნატურალური ვაშლის ძმარი.

ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ანწლი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ცეცხლა დაუწიეთ და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში.

გადმოდგით და გააჩერეთ 1-2 საათით.
შემდეგ გადაწურეთ, სითხე მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში, დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ვაშლის ძმარი, კვლავ კარგად მოურიეთ. მიღებული მასა გადაასხით ქილაში და შეინახეთ მაცივარში. მისი შენახვა ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება.

გამოყენების წესი:

ზრდასრულებმა უნდა დალიონ დღეში 1 სადილის კოვზი, 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა კი 1 ჩაის კოვზი.

სამკურნალო სითხე შეგიძლიათ წყლით გააზავოთ.

თუ გრიპი, ხველება ან გაციება გაწუხებთ, შგიძლიათ აღნიშნული დოზა ყოველ ორ საათში დალიოთ.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა