09 ივლისი, 2013
ირაკლი კუტალაძეს სოციალურ ქსელში ლექსებს უძღვნიან
მალე ნინი გოგონას გააჩენს და სავარაუდოდ საზოგადოება კიდევ დიდხანს ისაუბრებს, როგორ განვითარდება წყვილის ცხოვრებაში მოვლენები.
ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის წყვილის დაშლა ''ფეისბუქზე''  მძიმედ გადაიტანეს. პირველი სამი დღე, კუტალაძეს ინტერვიუს შინაარსის გამო აკრიტიკებდნენ. ზოგი გმობდა და მის საქციელს არაკაცურს უწოდებდა, ზოგიერთები კი კახიანების ოჯახს ადანაშაულებნენ.

ვნებათაღელვა მინელდა და სკანდალით დაწყებული ისტორია აბსურდად იქცა. სოციალური ქსელი აჭრელდა უცნაური ნიუსებით ''ირაკლი კუტალაძე ნადირობს'' , ''ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ერთობა'' , ''ნინი ბადურაშვილის ყოფილმა ქმარმა დაბადების დღე გადაიხადა",
"წარბებში დამალული მაჩო- ვინ არის ირაკლი კუტალაძე" და სხვა უამრავი.

მალე სპეციალური გვერდებიც კი შექმნეს, ზოგი მის მხარდასაჭერად, ზოგიც გასაშარჟებლად.

''რა ხდება, არაფერია ახალი ბადურაშვილზე, თუ გადავბრუნდე და დავიძინო'' ...
''დღეს ირაკლი კუტალაძეს არაფერი უთქვამს, ნუ დაგვხოცეთ'' ...
''დილა მშვიდობისა, ჰა, ბადურაშვილის ცხელ-ცხელი განცხადებები დამახვედრეთ'' ...
''მიდი ნინი, მთელი საქართველო შენს ოჯახში ვართ'' ...
ერთ-ერთმა მომხარებელმა ''ფეისბუქზე'' ნინი ბადურაშვილის სავარაუდოდ ''ყალბ'' პროფილზე ირაკლი კუტალაძეს ლექსიც კი გამოუქვეყნა.
ჩემი მხიარული რითმებიდან
Rating
კუტალაძე ირაკლი, ნახეთ, რა ვაჟკაცია!
ნინი ბადურაშვილი ალბათ მოუტაცია.
შვიდი თვეც არ გასულა, თვალებს აჭყეტს, არა თვლემს.
ფეხმძიმე ცოლს ამტყუნებს, თავის გვარს კი ამართლებს.

სერიალი დღემდე გრძელდება და ირაკლის და ნინის ახალი ნიუსებიც არ აკლიათ. მალე ნინი გოგონას გააჩენს და სავარაუდოდ საზოგადოება კიდევ დიდხანს ისაუბრებს, როგორ განვითარდება წყვილის ცხოვრებაში მოვლენები.

ქეთი მელაძე
სპეციალურად საიტისთვის

ბეჭდვა