17 ნოემბერი, 2015
ზოდიაქოს სამი გამორჩეული ნიშანი, რომლებიც ბედნიერებას მოგიტანენ
როგორც უკვე ცნობილია ზოდიაქოს ნიშანი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათსა და ბედისწერაზე. ნიშანს შეუძლია ადამიანს მიანიჭოს ბედნიერება და პირიქით, გააუბედუროს.

გაინტერესებთ არსებობენ თუ არა ჭეშმარიტად ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნები? მეცნიერება გამოყოფს ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც ბედნიერება მოაქვთ და ჰარმონიულ ცხოვრებას გპირდებათ.

3. მერწყული

ზოდიაქოს ეს ნიშანი სიაში შემთხვევით არ მოხვედრილა. მერწყული ცხოვრებას უდარდელად უყურებს, პრობლემები გულთან ახლოს არ მიაქვს და საკუთარი თავის სიამოვნებისკენ ისწრაფვის. ერთ ადგილზე მიჯაჭვულობა არ სჩვევია და არც საყვარელი ადამიანის არ ყოფნით იწყენენ,
მათ ხომ ირგვლივ ბევრი მეგობარი ჰყავთ.

სწორედ ამიტომ გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანთან შედარებით უფრო ძლიერი აქვს. მერწყული მრავალმხრივ გათვითცნობიერებული და ძალიან კომუნიკაბელურია. ის ყოველთვის გამოსადეგია და მარტო არასდროს რჩება. ყველა ამ თვისების ერთობლიობა მას ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ზოდიაქოს ნიშნად აქცევს.

2. ლომი

ალბათ არავის გაჰკვირვებია ლომის ყველაზე ბედნიერ ნიშანთა სიაში დანახვა. გამოსდით ყველაფერი რასაც ხელს მოჰკიდებენ. საკუთარ თავში დარწმუნებული, კმაყოფილი და მადლიერია. მათ ირგვლივ ყოველთვის უამრავი ადამიანი ტრიალებს, ვის ხარჯზეც თვითრეალიზებას ახერხებს, შეუძლია მათი მართვა და ამით დიდ კმაყოფილებას იღებს.

ლომი - ნამდვილი ესთეტი და გურმანია. აღმერთებს დახვეწილს, მდიდრულსა და ხარისხიანს, ამიტომ ცხოვრებაში ყოველთვის საუკეთესოსკენ ისწრაფვის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანია.

1. ტყუპი

ყველაზე ბედნიერ ნიშნებს შორის პირველი ადგილი ტყუპს ერგო. ტყუპში გაერთიანებულია ლომის დახვეწილობა, სიცოცხლის სიყვარული და ავტორიტეტი, მერწულის უდარდელობა და კომინიკაბელურობა. გარდა ამ თვისებებისა, ტყუპს ახასიათებს ის, რაც სხვებს არ აქვთ - ეს შინაგანი თავისუფლების განცდაა. არ აწუხებთ კომპლექსები, არ ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

ტყუპები არიან ადამიანები, ვინც ცხოვრებაში ყველაფერი გამოსცადა და არჩევანი შეაჩერა იმაზე, რაც მას არაამქვეყნიურ ბედნიერებას ანიჭებს. ტყუპის 90% თავს აბსოლუტურად ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და მზადაა ეს ბედნიერება სხვებსაც გაუზიაროს.

პენი ლეინი
ბეჭდვა