12 იანვარი, 2018
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს

2018 წე­ლი ყვი­თე­ლი ძაღ­ლის წე­ლია, რომ­ლის სტი­ქი­აც მი­წა გახ­ლავთ. ას­ტ­რო­ლო­გე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზუს­ტად ამ წელს ბევრ ქალს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, სა­კუ­თა­რი ბუ­დის შექ­მ­ნის შან­სი გა­უჩ­ნ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­ა­მი­სოდ, სა­კუ­თა­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნა მო­უხ­დე­ბა სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად. ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნ­და შეხ­ვ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ იმ სა­მო­სით შე­ი­მო­სოთ, რო­მელ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნობთ. ზედ­მე­ტი სიბ­რ­ჭყ­ვი­ა­ლი­სა და პომ­პე­ზუ­რო­ბის გა­რე­შე. ვინაიდან ძაღ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და სიძ­ვე­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია, შე­გიძ­ლი­ათ, სა­ა­ხალ­წ­ლო გარ­დე­რო­ბი ვინ­ტა­ჟუ­რი ან სუ­ლაც ბე­ბი­ის
ნა­ქო­ნი სამ­კა­უ­ლე­ბით გა­ა­ხა­ლი­სოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფერსა და ფაქ­ტუ­რას, აქ­ტუ­ა­ლუ­რია ყვი­თე­ლი, მუ­ქი ჩა­ლის­ფე­რი, ყა­ვის­ფ­რის გა­მა. ქსო­ვი­ლე­ბი­დან უპი­რა­ტე­სო­ბა ბამ­ბას, შალს ან ქაშ­მირს მი­ა­ნი­ჭეთ. ვის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მი­ე­ცე­მა ამ წელს პი­რა­დი თუ კა­რი­ე­რუ­ლი კუთხით, ამას სტა­ტი­ი­დან შე­იტყობთ.


ქალი ვერ­ძე­ბის უმე­ტე­სო­ბას 2018 წელს წარ­მა­ტე­ბა ელით პრო­ფე­სი­ა­ში. მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

ქა­ლი კუ­რო ძაღ­ლის წელ­ში ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გა­და­ა­ფა­სებს. ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს "და­ლა­გე­ბის" შემ­დეგ ჰარ­მო­ნი­ას მი­აღ­წევს, რო­გორც პი­რად, ისე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

ქა­ლი ტყუ­პი ძაღ­ლის წელ­ში აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს დიდ წარ­მა­ტე­ბას. თუმ­ცა, სა­ი­მი­სოდ, რომ შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ, აუცი­ლე­ბე­ლია სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა და არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ეხე­ბა, რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან სფე­როს.

კირ­ჩხიბ ქა­ლებს 2018 წელს თე­ბერ­ვალ-აპ­რილ­ში პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდა ელო­დე­ბა. გა­უჩ­ნ­დე­ბათ შან­სი, რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, წლის ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა.

ლო­მი ქა­ლი 2018 წელს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს დიდ წარ­მა­ტე­ბას, რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, თუ­კი სა­კუ­თარ თავ­ში სი­ზარ­მა­ცეს და "დე­დოფ­ლურ ბუ­ნე­ბას" ცო­ტა­თი მა­ინც გა­უ­წევს კონ­ტ­როლს. წარ­მა­ტე­ბა მო­ვა, ოღონდ მხო­ლოდ დი­დი შრო­მისა და მონ­დო­მე­ბის შე­დე­გად.

ქალ­წუ­ლი ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ძაღ­ლის წელ­ში სტა­ბი­ლუ­რად გა­აგ­რ­ძე­ლებს კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, ბევ­რი რო­მა­ნი­სა და ფლირ­ტის მოწ­მე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა. თუმ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი კან­დი­და­ტუ­რის პოვ­ნა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გა­უ­ჭირ­დე­ბა.

ქა­ლი სას­წო­რი 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში პი­რად და პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში სირ­თუ­ლე­ე­ბით და­ი­ხუნ­ძ­ლე­ბა. თუმ­ცა, წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან პრობ­ლე­მე­ბი ეფექ­ტუ­რად და­იწყებს მოგ­ვა­რე­ბას და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონ­ტ­ზეც სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნ­დე­ბა.


განაგრძეთ კითხვა:



ბეჭდვა