10 იანვარი, 2018
მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომლის ეფექტს ექიმებიც ვერ ხსნიან
კურკუმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანელებელია და უჩვეულო თვისებები აქვს. ის უკვე მრავალი წელია, აიურვედულ, თანამედროვე ინდურ და ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება.

ადამიანები კურკუმას ძლიერი სამკურნალო საშუალების მიზნით, ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის გადასაჭრელად იყენებდნენ: გაძნელებული სუნთქვა, ღვიძლის დაავადება, კანის პრობლემა, კუნთის დაჭიმულობა, ნაკაწრები და ჭრილობები, კუჭის პრობლემები. მეტიც, ის ძალიან სასარგებლოა მონელების პრობლემის, სხვადასხვა ტიპის ინფექციისას, ანთებისა და ავთვისებიანი სიმსივნის დროსაც კი.

რატომ არის კურკუმა ჩვენი ორგანიზმისთვის ამდენად მნიშვნელოვანი?

კურკუმინი კურკუმაში შემცველი აქტიური ინგრედიენტია, აქვს ანთების
საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ანთიბაქტერიული თვისებები. ამიტომ სანელებელი იდეალურ საშუალებად მიიჩნევა მიკრობებთან, გასტრიტის მკურნალობის, კუჭის წყლულისა და სხვა დაავადებებთან ბრძოლისას.

კურკუმას ოსტეოართრიტის სიმპტომების შემცირებაც შეუძლია, თუ ყოველდღიურად 200 გრ. კურკუმას მიიღებთ.
ტურმენრონი - კურკუმაში შემცველი კიდევ ერთი ინგრედიენტი. ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობასა და კურნავს ალცჰაიმერს, აღადგენს ნერვულ უჯრედებს.

როგორ შექმნათ ნატურალური ანტიბიოტიკი კურკუმასგან?

ინგრედიენტები:

- 1 ს.კ. კურკუმა

- 100 გ. ორგანული თაფლი

მომზადების წესი

მოათავსეთ ინგრედიენტები შუშის ქილაში და კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

მიღების წესი:

თუ გაციებამ შემოგიტიათ, ყოველ საათში მიიღეთ ნახევარი კოვზი ნატურალური ანტიბიოტიკი.

მომდევნო დღეს მიიღეთ იგივე დოზა, მაგრამ ამჯერად 2 საათში ერთხელ.

მესამე დღეს მიიღეთ იგივე დოზა დღეში სამჯერ.

ვიდრე ნარევს გადაყლაპავთ, დარწმუნდით, რომ პირში დნობას დაიწყებს. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ჭიქა ჩაის ან რძეს ყოველდღე.

ანა გარელი


ბეჭდვა