18 აგვისტო, 2020
მომავალი პატარძალი სადედამთილოს კაბის გამო დაუპირისპირდა - "ამის ჩაცმის უფლება როგორ მივცე?!"
მომავალი პატარძალი სადედამთილოს კაბის გამო დაუპირისპირდა. პატარძალი თვლის, რომ მისი სადედამთილო ისეთი კაბის ჩაცმას გეგმავს ქორწილში, რომლის გამოც მას შერცხვება.

ბრიტანელი ქალის თქმით, სადედამთილომ მას იმ კაბის ფოტო გაუგზავნა, რომლის ჩაცმასაც ქორწილში აპირებს.

კაბის ფოტო საპატარძლომ "ფეისბუქის" ერთ-ერთ ჯგუფში ატვირთა და ჯგუფის წევრებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ მის შესახებ და წერდა, რომ არ სურდა სადედამთილოსთვის ამ კაბის ჩაცმის უფლება მიეცა.

მომავალი პატარძლისთვის საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოულოდნელი აღმოჩნდა. ადამიანებმა სოციალური ქსელიდან მას პირდაპირ და დაუფარავად უთხრეს,
რომ ასეთი დამოკიდებულება უსამართლობა იყო და რომ მას არ ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა, თუ რას ჩაიცვამდა მისი დედამთილი.

კაბა საზაფხულოა, თხელი გახლავთ, ყვავილებით არის გაფორმებული და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ის არც ისე შეუფერებელია ქორწილისთვის.

მომავალი პატარძალი ამბობს, რომ კაბის ფოტო დედასაც აჩვენა, რომელმაც უთხრა, რომ ამ კაბას არაფერი ჰქონდა მისი დასაწუნი, თუმცა საპატარძლო ჯიუტად იწუნებს კაბას და ამბობს, რომ შესაძლოა ქორწილიც კი ჩაშალოს ამის გამო.

სოციალურ ქსელში მას დაუწერეს, რომ კონტროლის მოყვარულია და რომ არ შეიძლ;ება მსგავსი დამოკიდებულება.

"ჯერ არ დაქორწინებულხარ და სადედამთილოს უკვე ეჩხუბები? ასე შორს ვერ წახვალ"

"არ გინდა შენს კაბაზე იფიქრო? რატომ განაღვლებს რას ჩაიცვამს შენი სადედამთილო, რაც მოეწონება ის ჩაიცვას"

"მაინტერესებს, შენ რომ წაგართვან კაბის შერჩევის უფლება, რა გააკეთებდი, რა რეაქცია გექნებოდა?" - წერენ კომენტარებში.
ბეჭდვა