04 აგვისტო, 2020
"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ
ფო­ტოგ­რა­ფი მარი ნა­კა­ნი მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის უკა­ნას­კნე­ლი ფოტო გა­და­ღე­ბას იხ­სე­ნებს. ნა­კა­ნის თქმით, ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს რე­ჟი­სო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ენატ­რე­ბო­და, რად­გან ბოლო დროს, მას ფილ­მებ­ში აღარ იღებ­დნენ.

"რო­დე­საც ეკამ მი­თხრა, რომ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე უნდა გა­და­მე­ღო, შიშ­მა ამი­ტა­ნა, ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბა იყო ჩემ­თვის.

რო­გორც იტა­ლი­ე­ლებს ყავთ მო­ნი­კა, ფრან­გებს - კატ­რინ დე­ნე­ვი და გერ­მა­ნე­ლებს რომი შნა­ი­დე­რი, ისეა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. იგი ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის შე­უ­და­რე­ბე­ლი ეტა­ლო­ნი იყო, არის და იქ­ნე­ბა. ამას მკვეთ­რად ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი და მო­რა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი.

როცა მო­ვი­და, მო­წყე­ნი­ლი იყო,
ხმას სა­ერ­თოდ არ იღებ­და.

მე კი მინ­დო­და თავი დე­დოფ­ლად ეგ­რძნო, ეგ­რძნო რო­გორ უყ­ვარს მთელ ქვე­ყა­ნას, ეგ­რძნო რომ ვარ­დია ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი, ეგ­რძნო, რომ ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. მო­წი­წე­ბით ვექ­ცე­ო­დი, ფრთხი­ლად ვუ­ღებ­დი, ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­დი თით­ქმის. ეს მის­და­მი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მა­ლა­პა­რა­კებ­და ჩუ­მად.

ყვე­ლამ იცის რო­გო­რი ვარ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ერთხელ ვინც დას­წრე­ბია ჩემ გა­და­ღე­ბებს, იცის რა მკაც­რიც ვარ, რო­გორ ამ­ყავს კონ­ტროლ­ზე მო­დე­ლე­ბი, რო­გორ მეც­ვლე­ბა ხმის ტემ­ბრი და ვხდე­ბი ცივი და სა­ში­ში. მაგ­რამ აქ ვერ გავ­ბე­დე, დავ­პა­ტა­რავ­დი, ხმა გა­მიქ­რა და ჩუ­მად ვი­ღებ­დი.

ჩემს წი­ნა­შე ქალღმერ­თი იდგა, ეს ლიკა იყო ქა­ვჟა­რა­ძე - აი ის გოგო, ვირ­ზე რო შე­მოს­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ტა­ლახს რომ ას­ხამ­და წვი­მა­ში და მა­ინც უღ­მერ­თოდ ლა­მა­ზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვი­რი­ლებ­ში რო დარ­ბო­და კახი კავ­სა­ძეს­თან ერ­თად, პეპ­ლე­ბის სა­ჭე­რით, და­უ­ვი­წყა­რი ღი­მი­ლით რო იღი­მო­და ეკ­რა­ნე­ბი­დან, ეს ის ლი­კაა, მდი­ნა­რე­ში კა­ბით და ნაწ­ნა­ვით რომ დგას და აუ­ტან­ლად ლა­მა­ზი სხე­უ­ლით რო ცეკ­ვავს, ეს ის ლი­კაა - მა­რი­ტა! მე­უბ­ნე­ბო­და ჩემი ტვი­ნი, როცა კა­მე­რა­ში მას­ზე ფო­კუსს ვას­წო­რებ­დი.

ლი­კამ ალ­ბათ იგ­რძნო ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ, ნელ­ნე­ლა ხა­სი­ათ­ზე მო­ვი­და, სი­ცი­ლი და­ი­წყო, მი­ყუ­რებ­და და იპ­რან­ჭე­ბო­და, აკეკ­ლუც­და, გა­იხ­სნა!

ერთ-ერთი კა­ბის ჩაც­მი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მოტ­რი­ალ­და და მი­თხრა:

- მარი, მად­ლო­ბა. იცი მივ­ხვდი რომ ძა­ლი­ან მომ­ნატ­რე­ბია გა­და­ღე­ბა. მო­მინ­და, რომ ვინ­მე რე­ჟი­სორ­მა კი­ნო­ში გა­და­მი­ღოს. არ იღე­ბენ ეხლა ფილ­მებს?

მკი­თხა და გა­და­ი­ხარ­ხა­რა.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს სი­ცი­ლი.

ჩემს წინ მზე იდგა და ფარ­თო სპექტრის სი­ნათ­ლეს ას­ხი­ვებ­და.

მე და ეკამ ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ, მივ­ხვდით რომ ლი­კას არა­ვინ ეძახ­და კინო გა­და­ღე­ბებ­ზე, მივ­ხვდით რაც იყო მისი სევ­დი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი, ჩუ­მად ვი­დე­ქით და ყვე­ლა რე­ჟი­სო­რის მა­გივ­რად ჩვენ გვრცხვე­ნო­და...

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ლი­კას ცხოვ­რე­ბა­ში მისი უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ღე­ბა იყო."- იხ­სე­ნებს მა­რი­ამ ნა­კა­ნი.
ბეჭდვა