30 სექტემბერი, 2019
გია ფერაძის ოჯახის ტრაგედია და რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, რომელიც ცნობილი მამის ასლია
ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი თბი­ლი­სუ­რი ოჯა­ხი - ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი, არა მხო­ლოდ თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გადაა ცნო­ბი­ლი. ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია დაწ­ვრი­ლე­ბითაა მო­თხრო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ძმის, ილი­კო ფე­რა­ძის წიგნ­ში - "მე, ბე­ბია, ბა­ბუა, დედა, მამა და გია ფე­რა­ძე".

AMBEBI.GE ილი­კო ფე­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და და პირა­დად მის­გან მო­ის­მი­ნა უც­ნო­ბი თუ ნაც­ნო­ბი ის­ტო­რი­ე­ბი ფე­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ. სწო­რედ ბა­ტონ­მა ილი­კომ გვი­ამ­ბო, რომ ცნო­ბი­ლი ქა­ლა­ქუ­რი სიმ­ღე­რის - "ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნას" სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი, მათი მამა ბი­ძი­ნა ფე­რა­ძე იყო, ასე­ვე გაგ­ვიმ­ხი­ლა ამ ტექ­სტის შექ­მნის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო
ის­ტო­რია...

ილია ფე­რა­ძე

AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ცნო­ბი­ლი ძმის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტა­პებ­საც იხ­სე­ნებს. გვიყ­ვე­ბა მსა­ხი­ო­ბის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ი­სა და მისი შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი - რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მე­ო­თხე ბიჭი, ცნო­ბი­ლი მა­მის სა­ხელს ატა­რებს და მისი ზუს­ტი ას­ლია...

"ცხრა წლით უფ­რო­სი ვი­ყა­ვი ჩემს ძმა­ზე, გია ფე­რა­ძე­ზე. მე და­ვი­ბა­დე სა­მა­მუ­ლო ომამ­დე, ხოლო გია - ომის შემ­დეგ. რომ მე­კი­თხე­ბი­ან, რა­ტომ იყა­ვით ასე­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ძმე­ბიო, ვპა­სუ­ხობ - ჩვენს შო­რის მთე­ლი ომი იყო-მეთ­ქი.

Rating

ომმა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­მაც ომი გა­მო­ი­ა­რეს უფრო გულ­ჩა­თხრო­ბი­ლე­ბი და დათ­რგუ­ნუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ხოლო ომის შემ­დეგ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი გა­ცი­ლე­ბით მხი­ა­რუ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი. გია ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ცელ­ქი და მოძ­რა­ვი იყო. ერთ ად­გი­ლას ვერ გა­ა­ჩე­რებ­დით. ასე იყო სტუ­დენ­ტო­ბა­შიც. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას, მას უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, რო­მელ­თა ნა­წი­ლი დღეს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან.

გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ელი­სო გუ­დი­აშ­ვილ­თან, ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს­თან, ამი­რან ბუ­ა­ძეს­თან, დათო დვა­ლიშ­ვილ­თან და ა.შ. გიას იუ­მო­რის გრძნო­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო, ის ხში­რად თვი­თონ ქმნი­და იუ­მო­რის­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, კუ­რი­ო­ზებს.

ერთხელ, რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და გია და მან­ქა­ნა­ში შე­ი­პა­ტი­ჟა ქუ­ჩა­ში მდგო­მი ელი­სო. თბი­ლი­სის მა­გივ­რად მან­ქა­ნის მხი­ა­რუ­ლი ეკი­პა­ჟი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. გია ელი­სოს შე­სა­ში­ნებ­ლად მძღოლს აფა­რებ­და ხელს თვალ­ზე, ამ თა­მაშ­ში ავა­რი­ა­ში მოხ­ვდნენ და და­ზი­ან­დნენ. ელი­სომ ფეხი მო­ი­ტე­ხა, სხვა მე­გობ­რე­ბიც და­შავ­დნენ, გიამ ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­ი­ღო.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სუ­ლი დე­და­ჩე­მის­თვის გიას უთ­ქვამს - "აჰა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რომ მე­ძახ­დი, შე უტვი­ნოო, ხომ და­გიმ­ტკი­ცე, რომ ტვი­ნი მქო­ნი­აო".


Rating


გია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, ჩვე­ნი ფან­ჯრე­ბი პირ­და­პირ გად­მოჰ­ყუ­რებს ე.წ. სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მის სპორ­ტულ მო­ე­დანს, ახლა ის გა­ნა­ახ­ლეს, კე­თილ­მო­ა­წყვეს. გია იქ თა­მა­შობ­და თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მას პა­ტა­რა მო­ედ­ნე­ბის პე­ლეს ეძახ­დნენ. გიას მე­გო­ბა­რი იყო დათო ყი­ფი­ნი, რო­მე­ლიც ეუბ­ნე­ბო­და - "ნახე, რა დარ­ტყმა გაქვს, წა­მო­დი, ივარ­ჯი­შე და ჩემ­ზე მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მოხ­ვა­ლო!". მე მა­გის თავი მაქვს, რომ შენ­სა­ვით რე­ჟიმ­ში ვი­ვარ­ჯი­შოო, მერე რო­დის უნდა დავ­ლი­ოო? - მი­უ­გებ­და ხოლ­მე გია.

ხა­ტავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად. და­ამ­თავ­რა კი­დეც სამ­ხატ­ვრო ტექ­ნი­კუ­მი, ერთი შტრი­ხით შე­ეძ­ლო ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თის და­ჭე­რა", - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ობ ძმას ილი­კო ფე­რა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა გია ფე­რა­ძის ოჯახს და მის ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ას, ილი­კო ფე­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ეს ფაქ­ტი მე­დი­ით უამ­რავ­ჯერ გავ­რცელ­და, თუმ­ცა, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად და არას­წო­რად იყო გად­მო­ცე­მუ­ლი.

"გიას ირი­ნა მი­ქა­ტა­ძეს­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორი მე­უღ­ლე ჰყავ­და, თითო შვი­ლი დარ­ჩა თითო ქორ­წი­ნე­ბი­დან.

უზო­მოდ უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი ირი­ნას და გიას! ირი­ნა ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და კარ­გი ოჯა­ხი­დან იყო - ცნო­ბი­ლი მო­ქან­და­კე ჯუნა მი­ქა­ტა­ძე იყო მა­მა­მი­სი, ხოლო დედა ასე­ვე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის, საყ­ვა­რე­ლი­ძე­ე­ბის ულა­მა­ზე­სი ქალ­ბა­ტო­ნი და ამ ოჯახ­ში ხში­რად ქა­ლა­ქის ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იყ­რი­და თავს, მათ შო­რის მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. გია და ირი­ნა, ჯუნა მი­ქა­ტა­ძის სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ...

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ტრა­გი­კულ დღეს, ასე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი: გია სა­ქე­ი­ფოდ იყო წა­სუ­ლი და სახ­ლში გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა ნას­ვა­მი, რო­გორც ყო­ველ­თვის, ირი­ნას და­უ­წყია ქოთ­ქო­თი. თუმ­ცა, მა­ლე­ვე დამ­შვი­დე­ბუ­ლან და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დამ­სხდა­რან ყა­ვის და­სა­ლე­ვად. გია სა­წოლ­ზე იყო წა­მო­წო­ლი­ლი, ხოლო ირი­ნა მის წინ იჯდა და ყა­ვას მი­ირ­თმევ­და. გიას ჯი­ბე­ში ედო სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი და მას­თან ერ­თად კალ­მის­ტრის ფორ­მის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც "გე­კოს" ტყვი­ებს ის­რო­და. გაგრძელება
ბეჭდვა