ამის შესახებ ადგილობრივ მედიას, მსხვერპლის მამამ, მეტროპოლიტენის პოლიციაზე დაყრდნობით განუცხადა.
55 წლის გრემ ბრაუნის თქმით, პოლიციამ მის ოჯახს განუმარტა, რომ ჯეკ შეპარდი საზღვარგარეთ გაიქცა.
„პოლიციამ თავდაპირველად გვითხრა, რომ ის საქართველოში გაიქცა", - ამბობს დაღუპულის მამა.
ბრიტანული გამოცემების, "Daily Telegraph"-ის და "Daily Mail"-ის ჟურნალისტებიც დეტექტივებზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ ძებნილი შესაძლოა, მართლაც საქართველოში იმალება.
ამჟამად ბრიტანული
ინციდენტი, რომლის გამოც ჯეკ შეპარდს ბრალი წაუყენეს, 2015 წლის 9 დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა პაემანზე დაპატიჟა 24 წლის ქალი, სახელად შარლოტა ბრაუნი და თავისი კუთვნილი კატერით გაასეირნა. იგი ნავს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და დასაშვებ სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად მოძრაობდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ ქალი მას შეჩერებას სთხოვს. სიჩქარის გამო, კატერი გადაბრუნდა. ჯეკ შეპარდმა მისი თანმხლები ქალბატონის გადარჩენა არ სცადა. მან არც ადგილზე მისულ მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა სხვა ადამიანიც, რომელიც ასევე წყალში ჩავარდა. გარკვეული დროის შემდეგ, მაშველებმა შარლოტა ბრაუნი იპოვეს და წყლიდან ამოიყვანეს. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა: