10 აპრილი, 2018
უცნობი ისტორია ლეილა აბაშიძის შესახებ
სოციალურ ქსელში ქართული კინოს ლეგენდის, ლეილა აბაშიძის უცნობი ისტორია ვრცელდება.

"ერთხელ ქუჩაში ჩემთვის მოვსეირნობ. დავინახე ტროტუარზე ვიღაც ქალს ლეილა აბაშიძე ეხმარებოდა. რა თქმა უნდა, მეც მივედი მისახმარებლად. ლეილამ შემომხედა და მეუბნება 1 საათია აქ ვარ კაცისშვილი არ შეწუხებულა გაეგო რა ხდებოდა, გათიშული ეგდო ძირს და აბა გვერდს როგორ ჩავუვლიდი. სასწრაფო დახმარების მანქანა როდესაც მოვიდა თავის მანქანა დატოვა, ჩაჯდა იმ ქალბატონთან ერთად სასწრაფო დახმარების მანქანაში...

რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ვიკითხე იმ ქალბატონის მდგომარეობა, მითხრეს, ლეილა აბაშიძის ნათესავს რას
დააკლებდნენო. თუ კი რამე აწუხებდა ყველაფრისგან განკურნესო...

სახტად დავრჩი ასეთი ადამიანური სიკეთის შემდეგ... აი, ეს იყო ლეილა აბაშიძე, სიკეთის განსახიერება პირველ რიგში ადამიანი, და შემდეგ მსახიობი, რომელმაც შექმნა უამრავი დასამახსოვრებელი ფილმი ქართულ კინოში."
ბეჭდვა