16 იანვარი, 2018
გიორგი მარგველაშვილი მესამე შვილის მამა გახდა
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას მეორე, საერთო შვილი გაუჩნდათ. პატარა თომა მარგველაშვილი გუშინ დაიბადა.

პრეზიდენტის მეორე ვაჟი 2.950 კგ-ს იწონის. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

გიორგი მარგველაშვილს ჰყავს ასევე უფროსი გოგონა ანა მარგველაშვილი და სამი წლის თემო. პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას ერთად ოთხი შვილი ჰყავთ.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი პატარა თომას დაბადებას თებერვალში ელოდებოდნენ, მაგრამ პატარა ადრე მოევლინა ქვეყანას.
ბეჭდვა