08 იანვარი, 2018
შობის ღამეს სადარბაზოში მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი ბინის კართან 7-წლამდე ასაკის გოგონამ ნახა. როგორც ოჯახის დიასახლისი ამბობს, კარის გახსნამდე ჩვილის ყრუ ტირილი შემოესმათ, თუმცა, მეზობლის ბავშვი ეგონათ.


მოგვიანებით კი მისმა გოგონამ გააღო კარი და გვერდით ცისფერ პლედში გახვეული ჩვილი დაინახა. ახალშობილს მხოლოდ პამპერსი და წინდები ეცვა.

ჩვილი, რომელსაც ექიმებმა თომა შეარქვეს, კლინიკა „რუსთავის" სამშობიარო განყოფილებაშია მოთავსებული. განყოფილების უფროსის, ბადრი გელენავას განცხადებით, შობის ღამეს ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გელენავას განმარტებით,
ჩვილს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, კლინიკაში მიყვანისას სხეულის ტემპერატურა ნორმაში იყო. 


განაგრძეთ კითხვა:
ბეჭდვა