19 მარტი, 2020
"ვახო სულ მირჩევს გავჩერდე, მაგრამ მიხვდა აზრი არ აქვს" - სალომე გოგიაშვილი ოჯახზე, დაშვებულ შეცდომებზე და ახალ წამოწყებაზე
ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი, რომელიც ოთხი შვილის დედაა, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში და ამჯერად საკუთარი გადაცემა გააკეთა. სალომეს გადაცემა „თანამედროვე დედა“ ინტერნეტით გავა ეთერში, სადაც გოგიაშვილი ხალხს საინტერესო რჩევებს გაუზიარებს.

- სალომე, რატომ გადაწყვიტეთ ინტერნეტ-გადაცემის გაკეთება და რა შეფასებები მოჰყვა პირველ ნაწილს?
- ჯერ უბრალოდ მისალმება გავიდა ეთერში, ამით შევახსენე თავი მაყურებელს. გავაკეთე წინასიტყვაობა, რა იქნება გადაცემაში. პირველი ეპიზოდი პარასკევს დაიდება. როცა ვიღვიძებ, ტელეფონს ვიღებ ხელში და ვეცნობი მსოფლიო სიახლეებს. იმდენად მარტივად ვიღებ ტელეფონით ინფორმაციას, რომ
ტელევიზორს საერთოდ აღარ ვრთავ. ამიტომ გადავწყვიტე ონლაინგადაცემის გაკეთება.

- რჩევებს მისცემთ მაყურებელს, თუ რეალითი შოუ იქნება თქვენს ცხოვრებაზე?
- მე ინსტაგრამზე უფრო აქტიური ვარ, ვიდრე ფეისბუქზე, რადგან სულ ცუდ ინფორმაციას ვიღებ ფეისბუქზე. ინსტაგრამი კი არ მთრგუნავს. ჩემი გამომწერები რჩევებს მთხოვენ, მე კი მათ ვპასუხობ და ამიტომ გადავწყვიტე გადაცემის სახე მიმეცა. კარგი იდეაა რეალითი, მაგრამ ჩემი მეუღლე წინააღმდეგია გადაღების, ბავშვების გამოჩენაც ნაკლებად მინდა, შესაძლოა, ვიღაცამ გაიცინოს, მაგრამ რამდენჯერაც დავდე ბავშვების ფოტო, იმდენჯერ სიცხე მისცა. რეალურ ჩემს რეკომენდაციებს მიიღებენ და ცუდს რეკლამას არ გავუკეთებ.

- როგორ ახერხებ იყო დასაქმებული კარგი დედა და ამავე დროს მუდმივად ფორმაში?

- ადამიანებს თუ დააკვირდები, არიან უპრობლემო ცხოვრებით, მაგრამ სულ წუწუნებენ. მე ასეთ ადამიანებს ვერ ვიტან. რაც გაქვს ცხოვრებაში, იმითაც ბედნიერი უნდა იყო. ეს ჩემი სტრესებიდან გამოვიმუშავე, რაც უკვე ცხოვრებაში მეხმარება. შესაძლოა, სახლში მეორედ მოსვლა იყოს, არ გესმოდეს მეგობარი რას გელაპარაკება, იმიტომ რომ ოთხი ბავშვი ერთად ლაპარაკობს, მაგრამ მე ამას დადებითად აღვიქვამ, ესაა ჩემი მოცემულობა. გათავისებული მაქვს, რომ დედა ვარ, როგორც კი გათენდება თავს ვიწესრიგებ, მივხვდი ჩემს მაგალითზე მბაძავენ ჩემი შვილებიც, ამიტომ შვილებისგან და ქმრისგან მაქვს ყველაფრის სტიმული. ჩემი მეუღლე შეჩვეულია ჩემს მუდმივად ფორმაში ყოფნას. აქედან გამომდინარე, მარტივად ვუყურებ ყველაფერს. ყველაზე მეტად ცუდად როცა ვარ, მაშინ ვინდომებ, საუკეთესოდ გამოვიყურებოდე. ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია.

Rating

- თქვენი უფროსი ქალიშვილი მაშო უკვე თინეიჯერია, პრობლემურია ამ ასაკში?
- პრობლემური არის, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევთ, ჩვენ ფსიქოლოგთანაც დავდივართ. არის თემები, რასაც ძალიან განიცდის, მაგრამ ხუმრობაში გადაგვაქვს ეს ყველაფერი. აქვს პერიოდები, როცა გონია, ყველაფერი ჭირს, უშნოა და ა.შ. ამიტომ ვჯდებით და ვიცინით. ერთ-ერთ გადაცემას ამ პრობლემას მივუძღვნი, რადგან ამათ თაობაში აქტუალურია. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ახლა როცა გაიზარდა და შემიძლია დაველაპარაკო ისეთ თემებზე, რაზეც ბავშვობაში ვერ ველაპარაკებოდი, სიამოვნებით ვსაუბრობ მასთან. ჩემი პირველი მეგობარია მაშო. ყოველთვის ვეუბნები, რაც მე არასწორად გავაკეთე, მაგაზე იფიქრე მეთქი, ყველაზე კარგი მაგალითი ვყავარ.

- ერევი მის პირად ურთიერთობებში?
- ღმერთს მადლობა, ეგ პერიოდი არ გვაქვს, სწავლობს და სხვა რაღაცეებზე უფრო არის ორიენტირებული. თუ ვიტყვი, რომ არ ჩავერევი, მოგატყუებ. ერთადერთი, რასაც ვამბობ, არასწორად არ ჩავერევი. არასდროს არ გავაკეთებ იმას, რომ ფინანსურად გაუმართავ ბიჭთან ურთიერთობა ავუკრძალო. როგორც ჩემს ბიჭებს ვერ ავუკრძალავ, განათხოვარ ქალთან ურთიერთობას, მე ამაზე პრობლემა როგორ უნდა მქონდეს?

- საუბრისას აღნიშნე, რომ საკუთარი შეცდომებით, შენი შვილებისთვის საუკეთესო მაგალითი ხარ, რას მიიჩნევ შეცდომად?
- ღმერთს მადლობა, რომ მაშა მყავს. შეიძლება 16 წლის გათხოვდე და ბედნიერი იყო, მაგრამ მინდა შეიგრძნოს ახალგაზრდობა. როცა ჩემი მეგობრები ხან ერთ ქვეყანაში მოგზაურობდნენ, ხან მეორეში, მე ბავშვით ხელში ვიყავი. არ მინდა, ცხოვრების საუკეთესო წლები დაკარგოს. ვეუბნები, ბავშვით ჯდომას ყოველთვის მოასწრებ-მეთქი. მოგზაურობაში არასდროს ვყოფილვარ მეგობრებთან ერთად. იმიტომ რომ ბავშვს ვერასდროს ვტოვებდი. თავმოყვარე ტიპი ვარ, კაცური ხასიათი მაქვს, რის გამოც ბევრს დავჯახებივარ, ვის გამოც მიჩხუბია, ისინი შერიგებულან. სამსახურიც დამიკარგავს ჩემი ხასიათის გამო. ერთ ცნობილ ჟურნალისტს ეს რომ ვუთხარი, რჩევა მომცა, კარგი რა, ყოველდღე უამრავ რამეს მეუბნებიან, მაგრამ ვყლაპავ და ჩემს საქმეს ვაკეთებო. მე კი ასე არ შემიძლია. ასაკთან ერთად მივხვდი, რომ კარგია ლავირების უნარი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მაინც თავით ვასკდები ყველაფერს და ბევრჯერ წამიგია.

Rating

- ხშირად ხარ სკანდალების ეპიცენტრში, მეუღლეს რა რეაქცია აქვს?

- სულ მირჩევს გაჩერდი, არ გააკეთოო. მაგრამ აზრი არა აქვს და მერე აღარ ვენახები. იცის ჩემი ხასიათი და იცის, რომ ჩემი გამოსწორების შანსი არაა. ძირითადად მეგობრების გამო ვარ ასეთ მდგომარეობაში. თუმცა, ნახა, როგორ დამიდგნენ გასაჭირში ჩემი მეგობრები და აღარ ერევა არაფერში, გაგიჟდა კაცი, აღარ შეუძლია.

- თქვენი ქალიშვილი მომავალ წელს სკოლას ამთავრებს, სად აპირებს ჩაბარებას?
- თავად როგორც გადაწყვეტს, ისე მოვიქცევი, თვითონ საზღვარგარეთ წასვლა უნდა, მე ამაზე ვერც კი ვფიქრობ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, რაც უკეთესი იქნება მისთვის, იმას გავაკეთებ.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატალი
ყველა ერთმანეთს როგორ დაემსგავსეთ. თავი ბუნებრივი სილამაზით უნდა მოიწონოთ და არა ქირურგიული ჩარევებით. ან ვის რა რჩევა უნდა მისცენ ამათ, ალბათ მხოლოდ ის, როგორი წარმატებით უნდა გათხოვდე ბევრჯერ. უფრო კარგი იყო ეს გოგო, ბუნებრივი როცა იყო.
18:44 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS