16 დეკემბერი, 2019
"წამოგცდა, მიყვარხარო. რა? რა თქვი-მეთქი? - ჩაგეძიე და არაფერიო"
მსახიობების - ანა ჯავახიშვილის და ლუკა თარხან-მოურავის სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. მათ ურთიერთობაში ხშირია მოულოდნელობები, სიურპრიზები. უცნაურია, მაგრამ რეჟისორებიც ისე აწყვილებენ, მათი სიყვარულის შესახებ არაფერი იციან.

ლუკა:
- ანა თეატრალურ უნივერსიტეტში რომ აბარებდა, იმ წელს მიმღები კომისიის ასისტენტი ვიყავი. სასწავლებლის წინ აბიტურიენტები იყვნენ თავმოყრილი, უმრავლესობა ძალიან გადაპრანჭული და აქტიური იყო. ჩემი ყურადღება სკამზე მოკრძალებულად ჩამომჯდარმა გოგონამ მიიქცია. რადგან ჩემი მოვალეობა აბიტურიენტებთან ურთიერთობა იყო, მივედი და გამოველაპარაკე, - შენ
ვინ ხარ? რა გქვია-მეთქი? სანამ
შედეგები ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, წინასწარ ვიცოდი, ვინ ჩააბარებდა და ვინ არა. ანა ჩვენს დეკანს, გიორგი შალუტაშვილს ძალიან მოეწონა. "ფეისბუკზე" დავამატე და მივწერე: შენ თეატრალურში გრანტით მოხვდი-მეთქი და მივულოცე. არ დამიჯერა, ეგონა ვეკაიფებოდი. 2 დღეში პასუხი ოფიციალურადაც გაიგო. თავდაპირველად ვმეგობრობდით, შემდეგ ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.

ანა:
- მართლა ძალიან ვღელავდი, ვნერვიულობდი. ასეთ დროს, ყოველთვის საქმეზე ვარ კონცენტრირებული. რატომღაც ლუკასთან ურთიერთობაში მარტივად შევედი. ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ ვეტყოდი, გამოცდაზე უნდა შევიდე და გთხოვთ, ნუ მომაცდენთ-მეთქი. ლუკასგან კარგი აურა მოდიოდა, განსხვავებული იყო. ხომ არის შემთხვევები, უცნობი ადამიანებიდან ერთი რომ გამახსოვრდება. ზუსტად ასე მოხდა. ლუკა საინტერესო იყო და დღემდე ასეა. საერთო ენის გამონახვა არ გაგვჭირვებია, სალაპარაკო თემა სულ გვქონდა, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა.

ლუკა:

- რა თქმა უნდა, ანა დანახვისთანავე ძალიან მომეწონა.

- სიყვარულში როგორ გამოუტყდი, მაგ დროს სად იყავით?

ლუკა:
- ანა, სად ვიყავით?
ანა:
- ვაიმე, არ მახსოვს, ტელეფონით ლაპარაკის დროს მითხარი?
ლუკა:
- არა, მიყვარხარ-მეთქი, შეხვედრის დროს გითხარი, შენ ტელეფონით ლაპარაკისას წამოგცდა, მიყვარხარო. რა? რა თქვი-მეთქი? - ჩაგეძიე და არაფერიო (იცინის).

- მოულოდნელობებით, სიურპრიზებით ერთმანეთს ხშირად აოცებთ?
- კი, ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. ცოტა ხნის წინ რაღაც სისულელეზე ვიკამათეთ. ჩვენი მეგობრებისთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ძალიან გაუკვირდათ. 4 წელზე მეტია, ერთად ვართ.

ანა:
- მოსკოვში გადაღებაზე ერთად ვიყავით. იქ 3 თვე მაინც მიწევდა ყოფნა. მყავს კატა, რომელიც თბილისში დავტოვე. ამ ხნის განმავლობაში, ეს კატა ძალიან მომენატრა, სულ მინდოდა, იქაც მყოლოდა პატარა ცხოველი. ერთ დღეს მხოლოდ მე მქონდა გადაღება და ლუკა თავისუფალი იყო. გადასაღებ მოედანზე მოვიდა, 2 წუთით გამოდიო. მივედი და ხელში კურდღელი ეჭირა. მოსკოვში კურდღელი მაჩუქა (იცინის). მოკლედ, ამ კურდღელს რეზიდენცია მოვუწყვეთ, ვუვლიდით, ვეფერებოდით, ბოლოს ჩვენს ახლობელს დავუტოვეთ.

ლუკა:
- სადღაც უცნაურ ადგილზე ვიყავი, იქ ერთი ქალი სახლში 100 კურდღელთან ერთად ცხოვრობდა და მისგან ვიყიდე. ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება აქვს. ანა "აიფონის" ფანია. მაშინ "აიფონ 7" ახალი გამოსული იყო, ანა გადაღებაზე რომ წავიდა, ჩუმად ვუყიდე, სახლში მოვიტანე და კურდღლის საჭმელში დავმალე. რომ მოვიდა, ვუთხარი, ჩვენი კურდღელი მთელი დღე მშიერია, დამავიწყდა და აჭამე-მეთქი. მივიდა, დაუყარა საჭმელი და უკან გამობრუნდა. კამერა მქონდა დაყენებული, რომ "აიფონის" ნახვისას, მისი ემოცია გადამეღო. უკან მივაბრუნე, - მიდი, ბევრი დაუყარე-მეთქი. მივიდა, დაუყარა და უკან ისე მობრუნდა, რომ ტელეფონი ვერ ნახა. ანა, კურდღელს კარგად აჭამე? - გავგიჟდი, რატომ ვერ პოულობს-მეთქი. ბოლოს რომ მივიდა, წყნარად იკითხა, - ეს რა არის?

ანა:
- რას წარმოვიდგენდი, კურდღლის საჭმელში "აიფონს" თუ დამალავდა. თურმე ტელეფონიც იქვე იდო და იღებდა, ჩართული კამერაც ვერ შევამჩნიე. იმ პერიოდში ლუკას დაბადების დღე იყო. რა თქმა უნდა, საჩუქრებით მეც გავახარე. ვიცოდი, ძალიან უნდოდა "სამაკატკა". მის ბიძაშვილთან ერთად წავედი, მაგრამ ვერსად ვნახეთ, მთელი დღე იმდენი ვიარეთ, დავიკარგეთ. გზა აგვერია, ტელეფონებიც დაგვიჯდა. მანამდე ლუკამ დარეკვა მოასწრო და გვებუზღუნა, ასეთი დაბადების დღე არ მინდა, მთელი დღე მარტო ვარო. დღის ბოლოს "სამაკატკას" რომელიღაც მაღაზიაში მივაკვლიეთ. სახლში მოვიტანე და საწოლის ქვეშ დავუმალე. ამ საჩუქრით მეც ძალიან გავახარე... ახლახან ნიუ-იორკში ვიყავით, 2 კვირა დავისვენეთ. ჩვენი ურთიერთობის 4 წლისთავის აღსანიშნავად, ლუკამ ბეჭედი მაჩუქა. გაგრძელება
ბეჭდვა