- თეატრალურ უნივერსიტეტში, ტელე-კინოპროდიუსინგის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (მგონი, ეს ფაკულტეტი სულ რაღაც 4 წელი არსებობდა) - კოკა ყანდიაშვილის ჯგუფი იყო. წინათ სამსახიობო სფეროსთან შეხება არ მქონია. "ჩემი ცოლის დაქალებში" ლეკას როლი ჩემთვის პირველია.
- ამ სერიალში როგორ მოხვდი?
- რეჟისორი გიორგი ლიფონავა,
- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენს როლზე ვისაუბროთ: ლეკასთან რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გაქვს?
- საერთოს ვერაფერს ვპოულობ. როლის შესრულებისას, შეიძლება, ჩემი მიმიკა ან ღიმილი "გამეპაროს" (რასაც ვცდილობ, არ დამემართოს), მაგრამ აი, რადგან პროფესიონალი არ ვარ, ეტყობა, ყოველთვის არ გამომდის (იღიმის). შესაძლოა, ამას მხოლოდ მე ვამჩნევ. დანარჩენს (ხასიათი, იმიჯი, ღირებულებები...) რაც შეეხება, მგონი, ჩვენ შორის ყველაფერი აცდენილია. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს გოგო ისეთი შტერია, რომ ძირითადად, დუბლების ჩაშლა და ახლის ჩაწერა გვჭირდება იმის გამო, რომ მაქსიმალურად თავის "გადებილება" მიწევს, რაზეც ხანდახან ძალიან მეცინება.
- ყოფილ პირველ ლედისთან - მაკა ჩიჩუასთან საერთო ეპიზოდებზე რას გვეტყვი?
- მასთან პირველი შეხება 2 დღის წინ მქონდა. რომ მოვიდა, რატომღაც მეგონა, რომ ამ ქალს ვიცნობდი. შეიძლება იმიტომ, რომ ოდესღაც სადმე შევხვედრივართ. როგორც ახლობელს, ისე დავუწყე ლაპარაკი. თავადაც ასე მოიქცა. ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა. პირველ რიგში, ჩემთვის ატმოსფერო შეიცვალა, რადგან რეალურად, სერიალში ერთსა და იმავე კაფეში ან სამზარეულოში გოგონები ვისხედით და უაზროდ ვტლიკინებდი. ახლა ისე მოხდა, რომ სხვა გოგოებთან ერთად წავედი, აზრს სხვებს ვეკითხები. სცენარში ჯერ არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გოგოების "სასტავთან" ხშირად "გადავიკვეთები", რადგან არა მგონია, "ჩემი" ამდენი სისულელე ჩიკამ ბოლომდე აიტანოს (იცინის). განაგრძეთ კითხვა: