26 ოქტომბერი, 2018
ირაკლი კობახიძემ მოდას ფეხი აუწყო და კახა კალაძისნაირ არჩევანს აკეთებს
ჩვენი რესპოდენტი სტილისტია, რომელსაც საზოგადოების მაღალ წრეებში გოგასუსის სახელით იცნობენ. ის არაერთი ცნობილი ადამიანის ვარცხნილობაზე ზრუნავს, მათ შორის არიან პოლიტიკოსებიც. გოგასუსი არაერთ უცხოურ პროექტზე მუშაობს, ასევე ზრუნავს ქართველი მოდელების ვარცხნილობაზე კონკურსების დროს.

- გოგა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ სტილისტობა?

- ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა დავინახავდი თოჯინებს, მათ თმას ვჭრიდი, ბავშვებსაც ხშირად ვუცვლიდი ვარცხნილობას და ა.შ. როცა წამოვიზარდე, მითხრეს, ჯობია ამ საქმით დაკავდეო, მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო და ამიტომ ჩუმად დავიწყე ამ საქმის შესწავლა. თან სამედიცინოზე
ვსწავლობდი, კერძოდ სტომატოლოგი, თან ვსწავლობდი ჩემს საყვარელ საქმეს. ვთვლი, რომ ჩემს სფეროში მე ვარ წარმატებული, პირველივე დღიდან, როცა ამ სფეროს შევეხე, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და ისიც ვიცოდი,  ვის უნდა ევლო ჩემთან, პრეზიდენტი იქნებოდა ის თუ მერი. არასდროს არ ვჩერდები, ყოველთვის ვსწავლობ და ვვითარდები, ეს ხომ არ არის მხოლოდ თმის შეჭრა? წარმატებაც თავისთავად მოვიდა, ეს მუდმივი შრომის და სწავლის შედეგია.


- ვიცით, რომ ბევრი ცნობილი პირი, მათ შორის პოლიტიკოსებიც დადიან შენთან, მოგვიყევი ცოტა მათ შესახებ და მათი მოთხოვნების შესახებ...


- ჩემი ერთ-ერთი მოხმარებელია მაგალითად ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, მას აქვს კონკრეტული მოთხოვნა - არ უყვარს მოკლე თმა. მას მოსწონს ასე. ბევრი განიხილავს მის თმას, რაც ძალიან მწყინს. ძალიან კარგი ადამიანია და ალბათ ცუდს რომ ვერაფერს პოულობენ, მასში მერე თმაზე “ჭორაობენ“, მაგრამ ჩვენთან ასეა, უფრო მეტი კრიტიკა უნდა ვთქვათ, ვიდრე კარგი. მას მოსწონს ასე და უხდება კიდეც.

Rating

- შენზე რომ იყოს დამოკიდებული, როგორ ვარცხნილობას შეურჩევდი?
- ვფიქრობ, უფრო დავუმოკლებდი თმას, ძალიან კარგი გარეგნობა აქვს და დარწმუნებული ვარ, უფრო მოუხდება მოკლე თმა.

- არსებობს ჭორი თითქოს, სანამ ირაკლი კობახიძე შემოვა სალონში, მანამდე დაცვა მკაცრად ამოწმებს ყველა დეტალს, ასეა?
- ეს არის ტყუილი. ის სხვა კლიენტებივით რეკავს, ეწერება სალონში და მოდის. თუ ბევრი ხალხია აქ, ჩვეულებრივად საუბრობს მათთან და ა.შ. განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს არც ის და არც მისი დაცვა.

- კახა კალაძის სტილისტი როგორ გახდით?
- ანუკისთან ვმეგობრობ წლებია და აქედან მოხვდა კახიც ჩემთან. ანუკის ვარცხნილობაზე მე ვზრუნავ, სწორედ მან მითხრა, რომ კახისაც უნდოდა ვარცხნილობის შეცვლა და მას შემდეგ ვთანამშრომლობთ.


Rating

- შენი კლიენტებიდან ვის თვლი ყველაზე თამამად? ვინ მოგყვება თამამ ექსპერიმენტებზე?

- პირველი, ვინც მახსენდება, თიკო სადუნიშვილია. ის ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის მზად არის და სწორედ ამიტომ გამოიყურება ყოველთვის ძალიან განსხვავებულად და ლამაზად.

უცხოელ ვარსკვლავებთანაც მიმუშავია. ისინი ხშირად საიდუმლოდ ჩამოდიან საქართველოში და ფოტოს გადაღების უფლებასაც კი არ მაძლევენ. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ზემფირა, მითხრეს არც კი დაელაპარაკოო, როცა მივედი, კარი გამიღო, ხელში შამპანური ეჭირა, ფოტოებიც გადავიღეთ და მის კონცერტზეც დამპატიჟა.

Rating

საქართველოში რუსეთიდან ჩამოდიან ძალიან ცნობილი ადამიანები, ქორწილს იხდიან და აქ ვერავინ იგებს ამის შესახებ. ერთხელ ნიგერიის დედოფალი იყო ჩვენთან, წარმოდგენა გვქონდა ძალიან სხვანაირი, დედოფალს ველოდებოდით, მაგრამ სულ სხვანაირი ადამიანი აღმოჩნდა, სპორტულებით შემოვიდა სალონში. ფოტოებიც გადავიღეთ, მაგრამ რადგან სათანადოდ ჩაცმული არ იყო, ფოტოებს სოციალურ ქსელში ვერ ვდებთ.


- სახლში თუ აკითხავ ჩინოვნიკებს და რა შემთხვევაში ხდება ეს?

- არ დავმალავ, რომ არა მარტო ჩინოვნიკთან, ჩვეულებრივად ადამიანთანაც მივსულვარ და სახლში გამიკეთებია ვარცხნილობა. გააჩნია სიტუაციას.

ანი ბერუაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
გიორგი
რა ეტყობა ან კობახიძეს ან კალაძეს სტილისტისა.
15:45 / 31-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ია
რა.ვიცი.
22:33 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ჰუმბოლტ
კობახიძეს დასაბანი აქვს ხოლმე თმა.სტილისტი რა შუაშია
22:24 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ე.ი. შენი ბრალი ყოფილა, ასეთთმებიანი სპიკერი რომ გვყავს!
15:37 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
gela
მე ნიკა მელიას სტილისტთან დავდივარ.
13:28 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS