11 სექტემბერი, 2018
ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც სტერეოტიპებს არღვევს - ავთანდილის მეუღლის ჩაცმულობას ინტერნეტი განიხილავს

 

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ცნობილი ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძეა. 

ხათუნა ბოჰემურ ცხოვრებას თავს არიდებს და ინტერვიუებიც არ უყვარს, ის მხოლოდ საყვარელი საქმის კეთებით არის დაკავებული. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გუშინ უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ხათუნა თორთლაძემ სიტყვით მიმართა. 

Rating

ხათუნას საზეიმო მიღებაზე ეცვა ულამაზესი ვარდისფერი კაბა, რომელიც ოფიციალური მიღებებისთვის, მითუმეტეს საქართველოში უჩვეულოა. ვარდისფერ კაბასთან, მას "ჰერმესის" ღია ყავისფერი ძვირადღირებული ჩანთა ეჭირა. 

ფოტოებს
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

Rating

"ეს საოცრებაა საგარეო საქმეთა მინისტრის სახე", "უკრაინას გაუმარჯოს, შენ კი ხარ ზეფირივით", "მშვენიერი ქალბატონი ხარ" - წერენ კომენტარებში. 

Rating
Rating

ავთანდილმა და ხათუნა თორთლაძემ დაახლოებით 12 წლის წინ იქორწინეს. ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია. 
წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. მათ ქალიშვილი, უმშვენიერესი ანასტასია ცქვიტინიძე ჰყავთ.

Rating

რაც შეეხება ხათუნა თორთლაძის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს, ის იქ 15 წელზე მეტია მუშაობს და დიპლომატობის პარალელურად, ლექტორიც გახლავთ. 

 

ბეჭდვა