16 იანვარი, 2018
"ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ისეთი კანონების მიღება რაზეც მე გამეცინება მისაღებია" - ხატია ბრაჭულმა ახალი სახლი შეიძინა
მსახიობ ხატია ბრაჭულს ახალი წლის დადგომამდე ვესაუბრეთ. შესაბამისად, "ქალურ-დიასახლისური" თემების გარდა, 2017 წელიც მიმოვიხილეთ...

- წელს პირველი შემთხვევაა, როცა ნაძვის ხე შინ ნაადრევად, ბარბარობამდე დავდგით. ახალ სახლში ვართ. ახალი წლის დღესასწაული ძალიან გვიხარია. საახალწლო სუფრასაც მივხედავთ... ახალი წლის ღამის გეგმებს რაც შეეხება, ალბათ, ტრადიციულად, დღესასწაულს ჯერ სახლში შევხვდები. ყოფილა შემთხვევა, როცა ეს ტრადიციაც დამირღვევია - ახალ წელს ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად ან საღამოს წამყვანის ამპლუაში შევხვედრივარ. სავარაუდოდ, წელს ჯერ ოჯახში შევხვდები, შემდეგ მეგობრებს ვეწვევი და იმ
ადგილებსაც ვესტუმრები, სადაც საახალწლო გართობა, ზეიმი იქნება.

- საახალწლო სუფრისთვის საჭირო კერძებიდან, რომლის მომზადების პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე?
- სუფრისთვის მთავარი რაც არის (საცივი, გოზინაყი...), დედა ამზადებს - ჯერჯერობით ამაში ვერ ჩავერევი. თუ რამეში დახმარება სჭირდება, ვეხმარები. თავად ძირითადად, სალათებს ვამზადებ.

- საახალწლო სამოსს განსაკუთრებულად არჩევ?
- ყველა საახალწლო დეტალი ძალზე მნიშვნელოვანია. მსურს, ახალ წელს ახალი კაბით შევხვდე. ჰოროსკოპსაც ვითვალისწინებ: ვცდილობ, იმ ფერის სამოსში გამოვეწყო, რაც აქტუალური და აუცილებელია. მოკლედ, საახალწლო შტრიხებს ვითვალისწინებ. ამჟამად, ძალიან მინდა, ახალი წლის დღესასწაულზე წითელი ფერის კაბა მეცვას, რადგან ჩემთვის საუკეთესო დღეა. მინდა, მეც ვბრწყინავდე და ჩემ გარშემო ყველაფერიც...

- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?
- არა. რა თქმა უნდა, ქალში რაღაც სექსუალურიც უნდა იყოს, მაგრამ ისეთი არ ვარ, როგორიც რამდენიმე ჩვენი პოპულარული მსახიობია, რომელთა დანახვისთანავეც პირდაპირ იტყვი, რომ სექსუალურია - ჩემს თავს ასე ვერ ვუწოდებ. საერთოდ, საკუთარი თავის შეფასება ძნელია - სხვას უნდა ჰკითხოთ...


- უმეტესად, რა სახის კომპლიმენტებს იღებ?
- ხშირად მეუბნებიან, რომ ლამაზი ღიმილი მაქვს. ეს ღიმილი ჩემი "სავიზიტო ბარათია". ალბათ, ჩემი გარეგნობის დემონსტრირება ღიმილით ხდება. დადებითი აურა რომ მაქვს, ამასაც ხშირად აღნიშნავენ და კომპლიმენტად მივიჩნევ...

- როგორ ფიქრობ, საქართველოში რთულია, იყო ქალი?

- არა, ქალობა რთული ალბათ, უფრო მუსლიმანურ ქვეყნებშია, საქართველოში პირიქით - ოდითგანვე ქართველ ქალს პატივს სცემდნენ. უბრალოდ, ცოტათი გაჭირვებული ქვეყანაა და ცხოვრება რთულია - ქალისა და მამაკაცისთვისაც.

- ბოლო დროს, სექსუალური შევიწროების თემა აქტუალურია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი დაჟინებული მზერის, "მიშტერების" საკითხს მოჰყვა. ამაზე რას ფიქრობ?
- დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ალბათ, ისეთი კანონები, რაზეც შეიძლება, მე გამეღიმოს ან სხვასაც, საჭიროა. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩვენთვის გასაკვირი კანონები აქვთ, მაგრამ პირადად მე, არც განვიხილავ. მგონია, რომ ასეთი კანონები იმ ადამიანებზეა მორგებული, ვისაც ეს პრობლემები, მაგალითად - მიშტერება აწუხებს.

განაგრძეთ კითხვა:
ბეჭდვა