08 იანვარი, 2018
"ქალთევზაშვილებივით ერთნაირ ტანსაცმელს არ ვიცვამთ" - როგორ მოხვდა წყალტუბოელი ტყუპი ძმა "ჩემი ცოლის დაქალებში"
ტყუპი ძმა - დათო და თენგიზ ხიდეშელები წარმოშობით რაჭველები არიან, თუმცა, წყალტუბოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. დღესაც იქ ცხოვრობენ. დათო ინჟინერია, თენგიზი - ეკონომისტი, მსახიობობაზე არასდროს უფიქრიათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გადაწყვიტეს პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. გადამღები ჯგუფი 40-დან 50 წლამდე ასაკის ტყუპ ძმას ეძებდა.

ხიდეშელებმა კასტინგში გაიმარჯვეს, როლზე დაამტკიცეს და ასე მოევლინნენ სერიალის მაყურებელს ბიზნესმენ ქალთევზაშვილებად. თავიდან თითქმის უხმოდ მონაწილეობდნენ, მაგრამ ვინაიდან მათი ხაზი ბოლო სერიებში გააქტიურდა, პერიოდულად
ალაპარაკდნენ კიდეც. ჯიმი ქალთევზაშვილის ულამაზესი ქრისტინე ჩიკას უფროს ვაჟ სანის შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა...

ბიზნესმენ ქალთევზაშვილების ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და ქრისტინეს მამას, ჯიმის, ანუ დათო ხიდეშელს დავუკავშირდით.

"მე და ჩემს ძმას მსახიობობაზე არასდროს გვიოცნებია. დამთარებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, თენგიზს - ეკონომიური, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობთ. წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდით, მაგრამ მერე გამოგვიშვეს სამსახურებიდან - წინა მთავრობის ხალხი ხართო," - გვეუბნება დათო ხიდეშელი.

- და მალე სერიალში აღმოჩნდით, ხომ?
- დიახ, კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღეთ და გაგვიმართლა, დაგვამტკიცეს. ვართ ბიზნესმენები, ჯიმი და ჯონი. იცით, რომ სატირული სერიალია და ჩვენი პერსონაჟების სახით ნაჩვენებია ბიზნესმენების რეალური ტიპაჟები, თუ როგორები არიან. პიროვნულად ყველა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ უმეტესად, მაინც ერთნაირები არიან - უჭირთ ფულის გაცემა. ნაჩვენებია მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მოკლედ, ყველაფერი ცხოვრებიდან არის აღებული. ჩვენი პერსონაჟები სიტყვაძუნწი ბიზნესმენები არიან, ლაპარაკი არ უყვართ.


- თქვენ შორის საოცარი მსგავსებაა, ერთმანეთს ძალიან გავხართ.
- თავიდანვე ასე იყო, ერთმანეთს ვერ გვაშორებდნენ. სკოლაში, სასწავლებელში, ისეც სულ ერთად ვიყავით. ეს ამბავი რაღაცნაირად გამოგვადგა კიდეც. ბევრი შემთხვევა გვქონია, როცა უნივერსიტეტში გამოცდებზე ერთმანეთის ნაცვლად გავსულვართ. არ მინდოდა ყველა საგნის სწავალა, ამიტომ ორ-ორს ვსწავლობდით და ერთმანეთის ნაცვლად ვაბარებდით. ლექტორები ვერ ხვდებოდნენ. მართვის მოწმობაც არასდროს მქონია, ჩემი ძმის მართვის მოწმობით დავდიოდი, მაჩერებდა პატრული და ვერც ის ხვდებოდა ვერაფერს. 


განაგრძეთ კითხვა:
ბეჭდვა