- რუსკა სასწაულების თუ გჯერა? აი ,ახალი წლის ჯადოსნური ღამის საოცრებების?
- სასწაულების მჯერა და შესაბამისად, ამ ჯადოსნური ღამისაც, რომელსაც შეუძლია, ყველას ბედნიერება მიანიჭოს. ჩემს ცხოვრებაში ყოველი ახალი წელი უფრო და უფრო უკეთესია და მჯერა, რომ 2018 წელი იქნება წარმატებული, სიყვარულისა და სიახლეების მომტანი.
- სად ხვდები ახალ
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ახალი წლის დღესასწაული, რომელსაც, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად ვხვდები. ვფიქრობ, რომ ეს არის ოჯახური დღესასწაული.
- საახალწლო სამზადისში როგორ ხარ ჩართული?
- აბსოლიტურად ჩართული ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ გოზინაყს ყოველთვის მე ვაკეთებ. ვაცხობ ჩემს საფირმო „კექსს“, რომელიც მეგობრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახალ წელს ყველა დიდი მონდომებით ელოდება ჩემთან სტუმრობას, მის დასაგემოვნებლად. ასევე, დედაჩემს ვეხმარები საცივის გაკეთებაში, რომელიც შემდეგ ჩემი შემფასებელია.
- ნაძვის ხეზე რას გვეტყვი?
- ნაძვის ხეს 25 დეკემბერს მე და ჩემი შვილი ერთად ვაწყობთ ხოლმე - ილიას გემოვნებით.
- განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ?
- უკვე წლებია ტრადიციად გვაქვს, რომ მეკვლე აუცილებლად ჩემი შვილი უნდა იყოს, რომელსაც ძალიან კარგი ფეხი აქვს.
- შენი ახალი წლის ლუქი როგორია?
- ძალიან კომფორტული, წითელი ფერის პულოვერი და ჯინსი.
- საახალწლო განწყობას როგორ იქმნი ხოლმე?
- ძალიან მიყვარს საახალწლო ფილმების ყურება და განსაკუთრებით ქართული ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“.