18 აგვისტო, 2017
"ასეთი სიყვარული თუ არსებობდა ვერ წარმომედგინა" - ვინ შეცვალა ნინი ონიანის ცხოვრება
საოცრად სექსუალურმა მოდელმა და მსახიობმა ნინი ონიანმა უკვე ორი თვეა ახალი ამპლუა მოირგო, ის დედა გახდა. ნინი პატარა ლუკაზე, დედობაზე და ზოგადად ოჯახზე გვესაუბრა, თუ გაინტერესებთ როგორ ართმევს თავს მსახიობი ბავშვთან ურთიერთობას და ეხმარება თუ არა მას ვინმე შვილის გაზრდაში, გაეცანით ინტერვიუს.

- როგორი გრძნობაა დედობა? უფრო მეტად რთულია თუ სახალისო?
- დედობა საოცარი რამეა. რთულია თუმცა ეს სირთულე ამად ღირს.

- ვინ გეხმარებათ ბავშვის მოვლაში?

- აღზრდაში ყველა მეხმარება, ჩემი ოჯახიც და ჩემი მეუღლის
ოჯახიც. თუმცა მინდა უფრო ხშირად ჩემთან იყოს... ქრონიკულად მენატრება.
Rating
- ისეთი დედა ხართ, როგორიც წარმოგედგინათ? ამართლებთ საკუთარ მოლოდინს?

- ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილა. იდეალური არავინაა, თუმცა ვცდილობ ვიყო კარგი მშობელი, მაგრამ ჯერ სულ 2 თვისაა ლუკა და ახლა ვსწავლობ მეც ნელ ნელა როგორი უნდა ვიყო მისთვის. ასეთი სიყვარული თუ არსებობდა ვერ წარმომედგინა მისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- როგორი გასაზრდელი ბავშვია ლუკა? ხშირად გიწევთ ღამის გათენება?
- ძალიან კარგი ბიჭია, უმიზეზოდ არ ჭირვეულობს. ხანდახან მუცელი აწუხებს მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი ბიჭია. დიდად არ მაწვალებს.

- ბუნებრივად კვებავთ თუ ხელოვნურ საკვებზეა?
- ხელოვნურ საკვებზეა.

- ბავშვის სახელი ვინ შეარჩია? თქვენი იდეა იყო თუ მეუღლის?
- მეუღლეს უნდოდა ლუკა, მე სხვა სახელები მქონდა უფრო მოფიქრებული, თუმცა ლუკაც ძალიან მომწონს. ერთად შევაჩერეთ ბოლოს არჩევანი ლუკაზე.

- ბავშვმა რა ცვლილებები შემოიტანა თქვენს ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში? ხშირად ისე ხდება, რომ წყვილს ერთმანეთისთვის ნაკლები დრო რჩება შვილის შეძენის შემდეგ...

- დრო ერთმანეთისთვისაც გვაქვს და ბავშვისთვისაც. შეიცვალა ის რომ, დილა იწყება ლუკაზე ფიქრით დაა ზრუნვით, გრძელდება მთელი დღე და ამით მთავრდება. თუმცა ერთმანეთისთვის დრო ყოველთვის გვაქვს.

- სამსახურზე რას იტყვით?
- ბავშვის გაჩენის შემდეგ მინდა რამოდენიმე თვე დავისვენო და მხოლოდ ჩემს ოჯახს და ჩემს თავს დავუთმო დრო. თუმცა ბევრი გეგმა მაქვს და შემოდგომიდან დავიწყებ ნელ ნელა ამ გეგმების რეალიზებას.

- როცა სამსახურებრივი გეგმების რეალიზებას შეუდგებით ბავშვს ვინ მოუვლის?
- ჩემი ოჯახი. თუმცა მეყოლება ძიძაც.

- რა გეგმები გაქვთ ხომ არ გაგვიმხელთ?
- ჯერ-ჯერობით დავტოვოთ საიდუმლოდ...

- შვილის გამო ამ ორი თვის განმავლობაში რაზე მოგიწიათ უარის თქმა?
- ძილზე (იღიმის).

- თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს კარგი დედა?

- ამის რეცეპტი ჩემი აზრით არ არსებობს... ვთვლი, რომ განათლება ერთ-ერთი მთავარია, რაც შვილს უნდა მისცე.

- არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვი მტრად უნდა აღზარდო თუ გინდა მოყვარედ გამოგადგესო, ეთანხმებით?
-მტრად? არა. მოაზროვნე ადამიანად და მეგობრად უნდა აღზარდო. რას ქვია მტრად..?! სიმკაცრე გამოსავალი არაა! ბევრი უნდა ვესაუბროთ შვილებს და ვიმეგობროთ მათთან, მე ასე მიმაჩნია სწორად.

- როგორ ფიქრობთ, რომელია იდეალური ასაკი დედობისთვის?
- ვფიქრობ 30 წლამდე ქალმა არ უნდა იჩქაროს, თუმცა იდეალური არაფერია...

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა