ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით არასტაბილური ვალუტის კურსის და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში, კიდევ უფრო რთულია კონკურენცია გაუწიო სახელმწიფოს დაფინანსებულ ფესტივალებს, რომლებიც თავის მხრივ, ზედმეტად მაღალი
"5 წლის მანძილზე სწორედ ჩვენმა ფესტივალმა და მისმა მასშტაბმა მისცა ამ სფეროს ამხელა ბიძგი. 2013 წელს გამართული Batumi Summer Set პირველი იყო, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ერთ სივრცეში სწორედ ელექტრონულმა მუსიკამ გააერთიანა, ანალოგიური შედეგი გვქონდა 2014-ში. 2015 წელს ფესტივალი გაფართოვდა: ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ტრენდული ელექტრონული მუსიკა, შშმ პირების გამოფენა, კონსერვატორიის სტუდენტები, თუმცა შემდეგ ფესტივალის ტერიორია წაგვართვეს..."
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე თავლა და მისი ეზო იჯარით ფესტივალის კონკურენტებს გადაეცათ, ამის შემდეგ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე უთხრა უარი რიყის საგამოფენო სივრცის მიქირავებაზე. "ასევე არაერთხელ უარი მივიღეთ თბილისის მერიისგან თუნდაც ჯებირების თხოვებაზე. ეს გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ დღეს მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტ და მათთვის მისაღებ ფესტივალებსა და ღონისძიებებს და ამ სფეროს მონოპოლიზება მოახდინონ",-აცხადებენ თბილისი Summer Set-ის ორგანიზატორები.
"ზუსტად ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დღეს არაა საჭიროება იარსებოს ისეთმა ფესტივალმა, როგორიც თბილისი Summer Set-ია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ სფეროს განვითარებაში და საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში ელექტრონული მუსიკის მხრივ, დიდი წვლილი შევიტანეთ, სწორედ ჩვენმა ფესტივალების სერიამ უბიძგა ბევრ პრომოუტერსა და ბიზნესმენს ინვესტირება და მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. 8 და 9 ივლისს ბოლო თბილისი Summer Set, ხოლო ოქტომბერში უკანასკნელი Fall Set გაიმართება."