04 ივლისი, 2016
40 დღეზე ნაკლები და 40000 "GOING" – GEM-fest-ზე ანაკლიაში 9-14 აგვისტოს
40 დღეზე ნაკლები და 40000-ზე მეტი რეგისტრირებული სტუმარი Gem-fest-ის "ივენთზე". პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ღონისძიებაზე დარეგისტრირებულთა რიცხვმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია.

GEM Fest 2016 (Georgian Electronic Music Festival) 9-14 აგვისტოს ანაკლიაში გაიმართება და ის ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის ამაღლებას, ინვესტიციების შემოდინებას, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე მოსახლეობის დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.

GEM-fest-ის სახელწოდების განმარტება ასეთია: ეს არის ძვირფასი ქვა, რომელიც მთი სშეუმჩნეველ ქანში გამოერია და მთელი სიკაშკაშით დაგვანახა უძვირფასესი ბირთვი…

GEM Fest
სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია და ის უკვე იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად. ფესტივალი პირველსავე წელს მსოფლიოს წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და გასულ წელს ანაკლიას ერთი კვირის განმავლობაში 20000-ზე მეტი სტუმარი ეწვია. წინასწარი გაყიდვების მონაცემების მიხედვით, ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ წელს GEM-fest-ის სტუმართა რაოდენობა გაორმაგდება.

მულტიფორმატული, ინტერნაციონალური ფესტივალი GEM Fest -ი პირველად 2015 წელს სამეგრელოში, ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში ჩატარდა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც დღეს ყველაზე მეტად ბრწყინვალე, გამორჩეული და ღირებულია ახალგაზრდულ კულტურაში, საცეკვაო მუსიკასა და სცენურ ტექნოლოგიებში.

სუპერ ნოვები და მსოფლიო ელექტრონული ესტრადის ახალგაზრდა კაშკაშა ვარსკვლავები, თანამედროვე ხელოვნების თვალსაჩინო აქტივისტები და სულისჩამდგმელები, ქორეოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კინემატოგრაფისტები, დიჯეები, ვიდეომხატვრები და სპორტსმენებიც კი — ჩვენ გვაინტერესებს ყველა და ყველაფერი, რაც გარშემო მყოფთა აღტაცებასა და შეძახილს: 'ბრწყინვალეა!' დაიმსახურებს - აცხადებს ფესტივალის დამფუძნებელი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა.

GEM Fest -ს პროფესიონალი, ინტერნაციონალური გუნდი ქმნის, რომლის ანგარიშზეა ისეთი მასშტაბის ფესტივალები, როგორიცაა Kazantip”, “Exit და ა.შ..

ფესტივალის 2016 წლის ლაინაფი შთამბეჭდავია. წელს ანაკლია-განმუხურში, PAUL KALKBRENNER, PAUL VAN DYK, COSMIC GATE, DUB FX, STEPHAN BODZIN, BORIS BREJCHA, ANJA SCHNEIDER, GusGus Live , TINI, FEDDE LE GRAND, AGORIA, BOYD SCHIDT, JULIA GOVOR და სხვა მსოფლიო დონის არტისტები დაუკრავენ.

ფესტივალი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ერთ-ერთი მიზანია, რომ ერთ საფესტივალო ლეიბლში შეკრიბოს მსოფლიო არტისტები და უნიკალური შესაძლებლობები მიეცეს ახალგაზრდა, დამწყებ შემოქმედებს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS