14 იანვარი, 2016
ხალხის რჩეული წიგნი გამოვიდა
გამოვიდა ხალხის რჩეული, 15038 ხმის მფლობელი "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" მე-10 წიგნი "მითოლოგიური ლექსიკონი".

ეს არის აკაკი გელოვანის შედგენილი ვრცელი და ენციკლოპედიური ტიპის წიგნი , რომელიც შედგება ბერძნული,რომაული,ეგვიპტური,სკანდინავიური,შუმერული, ბაბილონური, ძველი სპარსული, ინდური, პოლინეზიური და ქართული მითოლოგიებისგან.

გამოკითხვა 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, შეიძლება ითქვას, რომ სამაგიდო წიგნების შერჩევაში მთელი საქართველო მონაწილეობდა. მკითხველი მოთხოვნებსა და სურვილებს ჟურნალ-გაზეთებში განთავსებული ბლანკების საშუალებით გამომცემლობაში აგზავნიდა, ასევე, ინტერნეტმომხმარებელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა ფეისბუქსა და სხვადასხვა საიტებზე განთავსებული კითხვარების მეშვეობით.

მკითხველის მოთხოვნა იმდენად მრავალფეროვანი იყო, რომ შეუძლებელი გახდა სამაგიდო წიგნების 10 ტომში მოთავსება , სწორედ ამიტომ, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, რომ სამაგიდო წიგნების სერია გაგრძელდეს სახელწოდებით "სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეული" , რომელშიც სწორედ თქვენი შერჩეული წიგნები შევა.

სერიის XI წიგნი "პატრიარქის ეპისტოლეები" გახლავთ და მას წიგნის მაღაზიებში 8 თებერვლიდან იხილავთ. უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეების კრებული, 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS