16 აპრილი, 2014
კომპანია "ბეკო" 16 და 17 აპრილს გიწვევთ "კულინარიულ დღეებზე"

16 და 17 აპრილს, თბილისი ცენტრალსა და თბილისი მოლში კომპანია "ბეკო" კულინარიული დღეების აქციას მართავს

16 და 17 აპრილს, თბილისი ცენტრალსა და თბილისი მოლში კომპანია "ბეკო" კულინარიული დღეების აქციას მართავს. მოწვეული იქნება ცნობილი წამყვანი და კულინარი ზურა შარია.

აქციის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტკბილეულის მომზადებაში, დააგემოვნონ "ბეკო"-ს სამზარეულოში მომზადებული მრავალფეროვანი სადღესასწაულო ტკბილეული, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შეჯიბრებაში და დასაჩუქრდნენ.

პარალელურად გაეცნონ კომპანია "ბეკო"-ს გრანდიოზულ სააღდგომო აქციებს, ტექნიკის ხარისხსა და ინოვაციურობას. ასევე მხოლოდ 16 აპრილს, ექსკლუზიურად
თბილისი ცენტრალის მაღაზიაში, ნებისმიერ სარეცხ მანქანაზე გავრცელდება დამატებითი ფასდაკლება.

კულინარიული დღეები გაიმართება:

16 აპრილს - თბილისი ცენტრალის სავაჭრო ცენტრში, ბეკოს მაღაზიაში:

12:00-დან - საღამოს 20:00-მდე

17 აპრილი - თბილისი მოლი-ს სავაჭრო ცენტრი, 10:00-დან - საღამოს 10:00-მდე

კომპანია "ბეკო" სრულიად საქართველოს ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

ბეჭდვა