შემოდგომა-ზამთრის ჩვენებებზე ჭარბობდა ნათელი ფერები, თუმცა, არა მრავალფეროვანი. გსურთ, total look-ის ფერებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ? დაიწყეთ მოყავისფრო-მოყვითალო, კარამელისა და ყვითელი ქვიშისფერი ელფერებით. ისინი მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებიან, ამასთან უსაფრთხო და გამეორების შემთხვევაში უპრობლემოა. საუკეთესო სამკაულები, რომლებიც მსგავს მონოქრომულ ლუქებს შეავსებენ - თხელი ვერცხლის ბეჭდები და ჰაეროვანი საყურეებია მზისფერი ციტრინით.
ამასთან, სულ
ციტრინის ბეჭედს იდეალურად ეხამება, როგორც ვარდისფერი ოქრო, ასევე ვერცხლი. თვალის ფერის ხაზგასასმელად, შეარჩიეთ თხელი ბეჭდები კონტრასტული ფერის მინანქრით: ფირუზი ან ულტრამარინი.
განაგრძეთ კითხვა: