14 თებერვალი, 2018
"ახლა გაჭირვებაზე ლაპარაკის დრო არ არის" - რას ამბობს ლეილა აბაშიძის რძალი მსახიობის მდგომარეობის შესახებ
ლეილა აბაშიძე საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს.

"რეიტინგი" მსახიობის რძალს ქეთი აბაშიძეს ესაუბრა:

- ლეილა კლინიკაში 9 დღის წინ მოვათავსეთ. უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა და რა მოხდება, არ ვიცით. მთელი ოჯახი ცუდად ვართ.

- აწუხებდა ჯანმრთელობა?

- ჰაერის უკმარისობას ხშირად უჩიოდა.

- ამბობენ, რომ მძიმე გაჭირვებაში უწევდა ცხოვრება, ასეა?

- არ არის ახლა გაჭირვებაზე ლაპარაკის დრო. ხალხი ჩვენზე გაჭირვებულად ცხოვრობს. აბაშიძის ქალი თავის გასაჭირზე ვერ
ილაპარაკებდა.


ბეჭდვა