08 დეკემბერი, 2017
დაპირისპირება რუსთავის 22-ე სკოლაში - ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტს სკოლის დირექტორი, ეკატერინე ცხვედაძე ადასტურებს. როგორც ცხვედაძე აღნიშნავს, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

ტელეკომპანია "ქვემო ქართლის" ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მოსწავლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია. 

წყარო: ინტერპრესნიუსი
ბეჭდვა