21 სექტემბერი, 2017
მამუკა გორგოძე “ნატახტარის” ახალ რგოლში - ერთად გავიმარჯვებთ!
“რაგბიმ მთელი საქართველო არა ერთხელ გააერთიანა, ერთად დგომისა და ზეიმის ბევრი მიზეზი მოგვცა თავდადებული სანახაობითა და მორაგბეთა გამორჩეული სპორტსმენობით. ყველაზე მეტად სწორედ აქ ჩანს, რომ ძალა მართლა ერთობაშია, და გამარჯვების გუნდური სულისკვეთებაც ყველაზე ძლიერად ჩვენი ნაკრების თამაშებზე ფეთქავს.


ზუსტად ამ გრძნობის გაცოცხლება გვსურს
ჩვენი ახალი ვიდეორგოლით, რადგან ნატახტრისთვის ერთად ყოფნა და მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია.


მამუკა გორგოძის საგმირო, შთამაგონებელი ამბის გადმოცემისთვის, ძალიან ბევრი ადამიანის შემოქმედებითი ენერგია გავაერთიანეთ, ბევრი გული ჩავდეთ, რათა მაყურებლის გულიც თამამად ავაძგეროთ. ჩვენ ერთად ვართ, ეს არის მთავარი და ერთად კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ! “ -გვესაუბრალუდინატახტარისბრენდმენეჯერიანაქარჩავა

კონცეფციის შემუშავება და აღსრულება კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ს ეკუთვნის, რეჟისორი NannoJiskoot და ოპერატორი TiborDingelstad ჰოლანდიიდან მოვიწვიეთ, ეფექტებზე ლევან ლაფაჩმა და მისმა Halfpace Studio-მ იმუშავეს. ქართული რაგბისა და ქართველთა გამარჯვების არაოფიციალური ჰიმნი, ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების დაუვიწყარი სიმღერა “თავისუფლება” ეპოქალურ საბრძოლო მარშად აქციეს ბესო კაჭარავამ და ზვიად მღებრიშვილმა (Post Red Audio, თბილისი).



იხილეთ ვიდეო:

ბეჭდვა