"GEM Fest ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს!
შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას რომ ბიო არის შხამი და ის კლავს!"-ნათქვამია განცხადებაში.