24 თებერვალი, 2020
სად გაემგზავრა ახალი ჯვარდაწერილი მაკა ზამბახიძე ქმართან ერთად
მომღერალმა მაკა ზამბახიძემ და ძიუდოისტმა მიხეილ ჩოხელმა გასულ კვირას ჯვარი დაიწერეს.

მაკა უკვე დაუბრუნდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას და საქართველოს მასშტაბით არაერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი, შესაძლოა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ისინი საქორწინო მოგზაურობაში ჯერჯერობით ვერ გაემგზავრნენ.

მაკამ და მიხეილმა დღეს დილით საქართველოს უმშვენიერეს კურორტს მიაშურეს. წყვილი ბახმაროში გაემგზავრა, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ისინი ბახმაროში ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერისთვის გაემგზავრნენ.
ბეჭდვა