24 თებერვალი, 2020
"შეუცვლელი ხარ" - სამი შვილის დედის თიკა ფაცაციას ახალი ფოტოები ინტერნეტს იპყრობს
ტელეწამყვანი და მომღერალი, თიკა ფაცაცია, ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა გუშინ "დიდი სცენის" ფინალურ კონცერტზე საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა.

უმშვენიერეს თიკას სცენაზე ეცვა ულამაზესი კაბა, რომელიც მის დახვეწილობას უფრო მეტად უსვამდა ხაზს.

შავ-თეთრი კაბა, რომელიც თიკას სცენაზე ეცვა, "მაკრატელმა" შექმნა. წამყვანმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ბუნებრივია, არც თაყვანისმცემლების აღფრთოვანებულმა კომენტარებმა დააყოვნა.

"ბუნებრივი სილამაზე სულ სხვაა", "ულამაზესი ხარ", "რამდენი ახალი წამყვანი გამოჩნდა, მაგრამ შენ შეუცვლელი ხარ", - წერენ თიკას კომენტარებში.
ბეჭდვა