18 ივნისი, 2019
მაკა ასათიანის დისშვილი გრძნობებს აღარ მალავს და მილიონერის ვაჟზე თხოვდება
მდიდარი და ცნობილი ოჯახები საქართველოში მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას. როგორი პრივატული ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ისინი ყვითელ პრესაში ხშირად ხვდებიან.

რამდენიმე წლის წინ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაკა ასათიანის აფხაზი დისშვილის მარიანა აჩბას ფოტოებს. ის დეიდას სილამაზით ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

Rating

მარიანა საზღვარგარეთ ცხოვრობს და დეიდასთან განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა აქვს. ის სწავლობს და სწავლის პარალელურად, მოდელობს კიდეც. მხოლოდ იმ ჩვენებებში მონაწილეობს, სადაც პოდიუმზე საკუთარი კოლექცია მის მეგობარს გამოაქვს.

კერძოდ, ჯაბა დიასამიძის ყველა ჩვენების მთავარი მოდელია.




მარიანას პირადი ცხოვრების
დეტალები აქამდე საიდუმლო იყო. თუმცა, ბოლო დროს, მან ინსტაგრამზე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

"რეიტინგისთვის" ცნობილი გახდა, რომ მარიანა შეყვარებულია და მამაკაცი, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ბოლო დროს ხშირად აქვეყნებს ირაკლი ჯოხთაბერიძეა.

ირაკლი ჯოხთაბერიძე ბიზნესმენ გია ჯოხთაბერიძის და "მაგთიკომის" დამფუძნებლის ვაჟია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მარიანა აჩბას შევარდნაძეებისა და ჯოხთაბერიძეების ოჯახის წევრები იცნობენ და სარძლო ძალიან მოსწონთ.

Rating
Rating
Rating
Rating
Rating

ბეჭდვა