01 აპრილი, 2019
ღმერთო, რა უხერხულია! - რა შეემთხვათ დალი ჩიტალაძეს და ნინო ნადირაძეს ბლოგერის დაბადების დღეზე
ქართული ბომონდი გუშინ წინ საღამოს დალი ჩიტალაძის დაბადების დღეზე შეიკრიბა.

წვეულების ორგანიზება დალის მეგობრებმა ია ფარულავამ და კრისტი ყიფშიძემ მოახერხეს. იუბილარს კი, სიურპრიზის შესახებ ერთი დღით ადრე შეატყობინეს, თუმცა, მოდის ბლოგერი ქალბატონისთვის კაბის შერჩევა რთული მაინც არ ყოფილა.

Rating

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ულამაზესი კაბა ზუსტად ერთ დღეში შეუკერა.

სტუმრებს შორის არა ერთი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის დალის ოჯახის წევრები.





წვეულებაზე ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, აღმოჩნდა, რომ დალი ჩიტალაძეს და ნინო ნადირაძეს ერთნაირი ფეხსაცმელი ეცვათ, უბრალოდ
ფერებში იყო განსხვავება.

Rating

თუ სოც. ქსელში გავრცელებული ვიდეოებით ვიმსჯელებთ, ამ ამბავს ორივე მანდილოსანი მხიარულად შეხვდა.

დალის და ნინოს ფეხსაცმელი "ბალენსიაგას" კოლექციიდან არის, ის არა ერთმა ცნობილმა ვარსკვლავმა მოირგო.

Rating

ფეხსაცმლის ფასი 700 ევროზე მეტია.


ბეჭდვა