18 თებერვალი, 2019
ბაკურ ბაკურაძე სიგარეტის გაძვირებამ შეაწუხა - "მერე ირტყით თავში ხელი!"

 

ბოლო დროს საქართველოში სიგარეტი და პროდუქტები განსაკუთრებულად გაძვირდა. ამის შესახებ უამრავი ადამიანი ჩივის, მაგრამ პროდუქტებზე ფასი მაინც იზრდება.

ეს პრობლემა ეხება როგორც დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, ასევე მათ, ვინც ე.წ. ელიტის წარმომადგენლები არიან.
რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“შეკითხვას ვსვამ! ნუთუ არავის აწუხებს სიგარეტის ფასის ზრდა 70000%-ით, არავინ ხმას რომ არ იღებს?
გაზარდონ ხელფასი და პენსია ევროსტანდარტის შესაბამისად და მერე დააწესონ ევროპული აქციზის ფასი სიგარეტზე! გგონიათ თუთუნზე გადასვლა გამოსავალია?
ხვალ პურს რომ გახდიან 30 ლარს მერე ირტყით თავში ხელი!”.

შეგახსენებთ, ბაკურ ბაკურაძე სალომე ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერია, მაგრამ ფაქტია, გაჭირვება ერთნაირად ეხება, როგორც ვაკის ელიტას, ასევე სხვა მოქალაქეებს.


 

ბეჭდვა