18 თებერვალი, 2019
ეკა სამხარაძე ცნობილ მოქანდაკეზეა შეყვარებული (ფოტოები)
ტელეწამყვანი ეკა სამხარაძე ყვითელი პრესისთვის მუდმივად საინტერესო რესპოდენტია, თუმცა, ინტერვიუები დიდად არ უყვარს.
ის არც სკანდალური ცხოვრებით გამოირჩევა და ჭორების ქარ-ცეცხლშიც თითქმის არასდროს ხვდება.

ეკა სამხარაძეს ერთი ქალიშვილი, ლიზა სულაბერიძე ჰყავს. მის აღზრდაში ბოლომდე არის ჩართული.

Rating

ეკა ერთადერთხელ იყო დაქორწინებული, მისი მეუღლე, ცნობილი პროდუსერი ნოე სულაბერიძე გახლდათ, თუმცა, წყვილის ოჯახი მალე დაინგრა.

მაშინ თბილისში ჭორაობდნენ, რომ დაშორების მიზეზი ნოეს ღალატი გახდა და მას არა ერთ ქალთან აწყვილებდნენ. თუმცა, რეალური მიზეზი დღემდე უცნობია.

Rating

მას შემდეგ რამდენიმე წელი
გავიდა, თუმცა, ეკა სამხარაძის პირად ცხოვრებაზე ჭორები არც ერთხელ გავრცელებულა, რასაც ვერ ვიტყვით ნოე სულაბერიძეზე.

რამდენიმე თვის წინ კი, თბილისში გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ტელეწამყვანმა ახალი სიყვარული იპოვა.

Rating

ჩვენი წყაროს ცნობით, ეკას რჩეული მოქანდაკე ზურაბ არაბიძე გახლავთ. ტელეწამყვანის რჩეული მოსკოვში ცხოვრობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული გამოფენები აქვს.


Rating

როგორც ჩანს, ეკა სამხარაძე და ზურა არაბიძე სიყვარულის დამალვას აღარ აპირებენ.

14 თებერვალს ეკამ ინსტაგრამზე მისი და ზურა არაბიძის ერთობლივი, მისთვის უჩვეულო, ემოციური ფოტო გამოაქვეყნა. ამ ფოტოს მათი მეგობრები გამოეხმაურნენ. 




Rating

"ეე, რა მაგარი ფოტოა", "ვგიჟდები თქვენ ორზე", - წერენ მეგობრები კომენტარებში. 

Rating

RatingRatingRating

ბეჭდვა