13 თებერვალი, 2019
რაზე ოცნებობს ანუკი არეშიძე
თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ის როგორც ქართული, ასევე უცხოური გამოცემების სასურველი სტუმარია.


მას მელანია ტრამპსა და მსოფლიოს სხვა წამყვან ქალბატონებს ადარებენ და მსოფლიოს პრესა, ერთ-ერთ გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დახვეწილ და გლამურულ დიზაინერს, სულ სხვა ოცნებები და მიზნები აქვს.

Rating

ანუკი გუშინ თათია შარანგიას გადაცემა "სთორის" სტუმარი იყო, სადაც მისი ცხოვრების დეტალებზე საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.

გადაცემაში სტუმრობისას, ბუნებრივია, მან ისაუბრა მეუღლეზე, მშობლებზე, შვილებსა და საკუთარ საქმეზე.

Rating

გადაცემის წამყვანის
კითხვაზე, რა არის მისი მიზანი, რის შემდეგაც შეაქებს საკუთარ თავს, ანუკიმ ასეთი პასუხი გასცა:

"ჩემს თავს შევაქებ ალბათ, როცა მექნება ძლიერი ბრენდი. როდესაც ჩემი შვილები კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. 50-60 წლის ასაკში ალბათ მექნება ჩემი პირადი ვენახი, ბაღი და ბოსტანი. მეყოლება ცხენები.

მეოთხე შვილის შემდეგ, უფრო მეტად მიზიდავს ბუნება და მინდა, ქალაქისგან შორს ვიყო. მაღალმთიან სოფელში ვიცხოვრებდი, სადაც ძროხების ზარის ხმა გამაღვიძებდა ყოველ დილით.

დღესვე წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში, მაგრამ მეუღლე და შვილები ახლა ამის საშუალებას არ მაძლევს", - განაცხადა ანუკიმ.
ბეჭდვა