03 დეკემბერი, 2018
რითი ემუქრება ქეთა თოფურია გუფის (ფოტო)
როგორც იცით, მომღერალი ქეთა თოფურია და რეპერი გუფი ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ დაშორდნენ. დაშორების მიზეზი გუფის ღალატი გახდა.

აშკარაა, რომ ქეთა საყვარელ მამაკაცთან დაშორებას განიცდის, თუმცა, ცდილობს დრო უქმად არ დაკარგოს და აქტიურად არის დაკავებული, როგორც კონცერტებით, ასევე ფოტოგადაღებებით.

Rating

ქეთამ რეპერთან დაშორება ოფიციალურად დაადასტურა. ამბობენ, რომ გუფი და 18 წლის იანა, ვისთანაც მუსიკოსმა ქეთა თოფურიას უღალატა, ბავშვს ელოდებიან, იმასაც ამბობენ, რომ გუფი თინეიჯერმა გოგონამ დააშანტაჟა და მათი ურთიერთობა პრესას თავად იანამ შეატყობინა.

Rating

ქეთა თოფურიამ ინსტაგრამზე
რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მას ერთ-ერთ ფოტოზე თავისი მეგობრის, დიზაინერ ლიკა ალადაშვილის მიერ შექმნილი ბეწვის ჟილეტი აცვია და ხელში არც მეტი არც ნაკლები - ნაჯახი უჭირავს.

"დამელოდე", - წერს ქეთა ფოტოს დასათაურებაში. მომღერლის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. 

Rating




ბეჭდვა