18 ოქტომბერი, 2018
გოჩა ჩერტკოევმა თავისი გაიტანა - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქართველმა ქორეოგრაფებმაც დატოვეს
"ცეკვავენ ვარსკვლავების" გარშემო ატეხილი სკანდალი ამ დრომდე გრძელდება. ლალი მოროშკინას შემდეგ, შესაძლოა, პროექტი ირაკლი კაკაბაძემ დატოვოს, თუმცა, მან ჩვენთან ჯერჯერობით კომენტარი არ გააკეთა.
სულ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გოჩა ჩერტკოევთან არსებული დაპირისპირების გამო, შოუ იმ ქართველმა ქორეოგრაფებმა დატოვეს, რომლებსაც ტყუპების სახელით იცნობენ.
თორნიკე და გიორგი ჯიბლაძეების დადგმულ ცეკვებს გოჩა ჩერტკოევი მუდმივად აკრიტიკებს და ხშირად ხაზს უსვამს იმას, რომ დადგმა არ მოსწონს, რომ კონკურსანტების ნომრები არ არის სრულყოფილი და ეს ხშირ შემთხვევაში
ქორეოგრაფებს ბრალდებათ.

კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ჩერტკოევს თავისი დის შვილის, გიგი გაჩეჩილაძის მოყვანა უნდა პროექტში ქორეოგრაფად და ამიტომ აკრიტიკებს უკვე არსებულ პედაგოგებს პირდაპირ ეთერში.

ჩვენ ტყუპებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. მოგვიანებით კი, ამ ნომრიდან სმს მივიღეთ.

- ვიცით რაზეც მირეკავთ, მაგრამ ამ ეტაპზე არც მე და არც ჩემი ძმა კომენტარს არ ვაკეთებთ.

- როგორც ვხვდები, ბოლომდე არ გაქვთ გადაწყვეტილი პროექტის დატოვება და ამიტომ იკავებთ თავს...

- კომენტარს არ ვაკეთებთ!


როგორც ჩანს, პროექტის ხელმძღვანელობას არჩევანის გაკეთება მოუწევთ, ან ტყუპები ან ჩერტკოევი. უკეთეს შემთხვევაში დადუმებული ჩერტკოევი, რაც არც ისე მარტივი ამბავი იქნება.


წყარო: პრაიმტაიმი
ბეჭდვა