13 სექტემბერი, 2018
"აი მეც, 15 კილოგრამით მეტი ვარ" - როგორ გამოიყურება მშობიარობის შემდეგ ანუკი არეშიძე
თბილისის პირველი ლედი, ანუკა არეშიძე 4 სექტემბერს პატარა ნიკოლას დედა გახდა. მან პარიზში იმშობიარა, ანუკი საფრანგეთში შვილებთან ერთად მშობიარობამდე, რამდენიმე კვირით ადრე გაემგზავრა.

ცნობილმა დიზაინერმა ორსულობის განმავლობაში სულ 22 კილოგრამი მოიმატა და როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ 7 კილო მოიკლო.

მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ის ჩვეულ წონაზე 15 კილოგრამით ზედმეტს იწონის.



ანუკის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ინტერნეტ მომხმარებლები წერენ, რომ ის ახლა გაცილებით უკეთესად გამოიყურება და ლამაზ სიტყვებს არ იშურებენ.

"ჭრელ კაბაში
დაგაბეროს ღმერთმა", "ქალღმერთი ხარ", "ახლა უფრო ლამაზი ხარ" - წერენ უმშვენიერეს ანუკას მიმდევრები.
შეგახსენებთ, ანუკა არეშიძე და კახა კალაძე 4 ბიჭის მშობლები არიან. 

Rating

ბეჭდვა