23 ივლისი, 2018
ანა მარგველაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ისვენებს
პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სულ ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანას და გიგი ჩიჩუას ოჯახი დაინგრა.

მალევე გახდა ცნობილი, რომ მისი რჩეული მინდია გოგოჭურის ძმაკაცი მიხეილ თათრიშვილია. თავიანთ გრძნობებს ანა და მიხეილიც არ მალავენ, პრეზიდენტის ქალიშვილი სოციალურ ქსელში საყვარელ მამაკაცთან გადაღებულ ფოტოებს პერიოდულად აქვეყნებს.

ამჯერად ანა მეგობრებთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად დასასვენებლად იმყოფება. ისინი თურქეთში ისვენებენ და, როგორც ჩანს, დროს კარგად ატარებენ. 

Rating
Rating
Rating
ბეჭდვა