16 ივლისი, 2018
"ქუჩაში გოგონა მომეწონა, ვიფიქრე რა მშვენიერია-მეთქი და ტაქსი დამეჯახა" - ვის უძღვნის ლექსებს "ჩემმა მზემ"
მსახიობი გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ შეყვარებული არასდროს არ ყოფილა, თუმცა, ერთხელ გოგო მოეწონა და ისე აღფრთოვანდა, ავარიაში მოყვა.

- სამწუხაროდ, შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მოწონებით ყველა მშვენიერი მომწონს.

ნინი უსაყვარლესი და უმშვენიერესია. ერთხელ ქუჩაში დავინახე გოგონა, რომელიც ძაღლს მოასეირნებდა. იმდენად მშვენიერი იყო ეს კადრი, გავჩერდი და ვუყურებდი – ჩემმა მზემ, რა ლამაზია, ნეტა ვინ არის-მეთქი და უცბად ტაქსი დამეჯახა, შუა ქუჩაში ვიდექი.

მერე თვითონაც გაიგო, რომ კინაღამ მისი სილამაზის მსხვერპლი გამხადა.
მან დიდი როლი შეასრულა ჩემს პოეზიაში, მუზად ამოვიჩემე.

შეიძლება, თვითონ საერთოდ არ ვეპრიანებოდი და არც ახლა მოვწონვარ, მაგრამ მე ლექსები დამაწერინა ამ მშვენიერმა. თუმცა, სიყვარულით მართლა არასდროს არავინ მყვარებია.
ბეჭდვა