12 ივლისი, 2018
82 წლის ნანი ბრეგვაძე ბოტასებით და ჭრელი სარაფნით
ნანი ბრეგვაძის დახვეწილობაზე თბილისში ლეგენდები დადიოდა, დადის და კიდევ მრავალი წელი ივლის. 

ქართული ესტრადის ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავი 82 წლისაა, თუმცა, წლები მას ჩრდილს ნამდვილად ვერ აყენებს. 

როგორ ახერხებს ამას, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ის შეუდარებელია სცენაზე, პოდიუმზე და ქუჩაშიც. 

Rating

ნანი ბრეგვაძეს არაოფიციალურ ფორმაში საზოგადოება იშვიათად შეხვდება, თუმცა, გამონაკლისებიც ხდება. რამდენიმე წუთის წინ, მისი შვილისშვილის მეუღლემ, ბიზნესვუმენმა ფუფა გოგლიძემ სოც-ქსელში ნანი ბრეგვაძის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც 82 წლის მომღერალი ბოტასებით და ჭრელი სარაფნით არის. უნდა აღინიშნოს, რომ
შესანიშნავად გამოიყურება. 

ქართული პრესა და არა მხოლოდ ქართული, ხშირად წერს სხვადასხვა ასაკოვანი ვარსკვლავის ასანთის ღერივით ფეხებსა და უბერებლობაზე, მაგრამ უდაოა, რომ ნანი ბრეგვაძე ყველას ჯობია.

Rating
ბეჭდვა