21 მაისი, 2018
"შემიძლია ზუსტად 1 საათში გავაუქმო მაგ გადაცემის ოფიციალური გვერდი" - ია ფარულავას გადაცემა სკანდალში გაეხვა
ია ფარულავას სკანდალური შოუ „ფარული კონვერტი“ გასულ კვირას სკანდალის ობიექტი გახდა.

გადაცემის სტუმარი იყო ცნობილი ქართველი პოეტი კოტე ყუბანეიშვილი, რომელმაც მისი ცხოვრების უდიდესი საიდუმლო გაამჟღავნა და პირველად ისაუბრა 19 წლის ასაკში ჩადენილ საზარელ მკვლელობაზე.





გადაცემის დასრულების შემდეგ, „ფარული კონვერტის“ ოფიციალურ გვერდზე ნამდვილი შეტევა განხორციელდა.

როგორც გაირკვა, გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო ახალგაზრდა ინტერნეტ-ვარსკვლავი და პოეტი ლაშა მაზანაშვილი. მისი ფრანგმენტი გადაცემიდან ამოჭრეს. მისი თაყვანისმცემლები სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა.





„რეიტინგი“ ლაშა მაზანაშვილს დაუკავშირდა და დეტალები მისგან გაარკვია.

-
დამირეკეს და მითხრეს, რომ მიწვევდნენ გადაცემაში, უნდა ყოფილიყო თაობათა შორის დაპირისპირება. ნუ, უნდოდათ, გვეკამათა და შოუ დაგვედგა. მეორე სტუმარი დამხვდა ძალიან თბილად და კამათი ვერ შევძელი, ამიტომ ჩემი მონაკვეთი თავის ლექსიანად ამოჭრეს. ეს ჩემი დამცირებაა და იმ ხალხის, რომელიც ელოდებოდა ამ გადაცემას. შემიძლია, ზუსტად 1 საათში გავაუქმო მაგ გადაცემის ოფიციალური გვერდი, ჩემი მსმენელის დახმარებით, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. წარმატებები იას, ძალიან კარგი ადამიანია, ვუსურვებ მაღალ რეიტინგს.

გადაცემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად წამყვანი ია ფარულავა და შემდეგი განმარტება გააკეთა.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გადაცემა ფარული კონვერტის შექმნისას მე არ ვერევი: სტუმრების მოწვევაში სცენარში პროდიუსინგსა და მონტაჟში ....უბრალოდ ამის დრო არ მაქვს ....მე ვერევი : ჩემს ჩაცმა -დახურვაში, მოკაზმვა- მორთვაში და ენის ტლიკინში“.

ია ფარულავას სტატუსზე კომენტარი ახალგაზრდა ინტერნეტ-ვარსკვლავმაც გააკეთა, საიდანაც გაირკვა, რომ ინციდენტი ამოწურულია.
ბეჭდვა